საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 344
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 27/10/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.010.000.01.001.003.288

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონსტიტუციის დარღვევისას ან/და დანაშაულის ჩადენისათვის იმპიჩმენტის წესით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრების, კონტროლის პალატის თავმჯდომარის და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.“.

2. 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები;“.

3. 761 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. კონსტიტუციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 814 მუხლი:

    “მუხლი 814

პროკურატურის ორგანოები შედის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და მათ საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს იუსტიციის მინისტრი. პროკურატურის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 10 ოქტომბერი.

№344–IIს

 

 

totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.