დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის 2005 წლის 11 აპრილს ქ. ვენაში ხელმოწერილ შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთნხმებაში“ ცვლილებების შეტანის ოქმი და დამატებითი ოქმი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016183 |
|
საქართველო და ავსტრიის რესპუბლიკა, სურთ რა გააფორმონ ოქმი და 2005 წლის 11 აპრილს ქ. ვენაში ხელმოწერილ შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის დამატებითი ოქმი (შემდეგში “შეთანხმებად" წოდებული),
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1 შეთანხმების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10 დივიდენდები
b) თუ ბენეფიციურ მფლობელს წარმოადგენს კომპანია (ამხანაგობის გარდა), რომელიც პირდაპირ ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის არანაკლებ 10%-ს, ამ შემთხვევაში დივიდენდები დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი.
ეს პუნქტი არ გავრცელდება კომპანიის იმ მოგების დაბეგვრაზე, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.
მუხლი 2
შეთანხმების 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 26 ინფორმაციის გაცვლა
მუხლი 3 ხელშემკვრელი სახელმწიფოები დიპლომატიური არხების მეშვეობით ერთმანეთს აცნობებენ ამ ოქმის ძალაში შესვლისათვის განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. ეს ოქმი ძალაში შედის უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მესამე თვის პირველ დღეს. ამ ოქმის დებულებები იმოქმედებენ იმ საგადასახადო პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ამ ოქმის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ. რის დასტურადაც ამ ოქმს ხელი მოაწერეს ხელშემკვრელი სახელმწიფოების სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა. შედგენილია 2012 წლის 04 ივნისს ქ. ვენაში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე; ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
დამატებითი ოქმი
ხელშემკვრელი სახელმწიფოების უფლებამოსილი პირები „საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის 2005 წლის 11 აპრილს ქ. ვენაში ხელმოწერილ შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის ოქმის ხელმოწერის დროს შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები განიხილონ ოქმის განუყოფელ ნაწილად:
26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი დებულებები:
რის დასტურადაც ამ დამატებით ოქმს ხელი მოაწერეს ხელშემკვრელი სახელმწიფოების სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შედგენილია 2012 წლის4 ივნისს, ქ. ვენაში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
დანართი
OECD-ის სამოდელო საგადასახადო კონვენციის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის ტექნიკური კომენტარი
OECD-ის სამოდელო საგადასახადო კონვენციის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საბანკო საიდუმლოება არ აბრკოლებს საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლას. 26-ე მუხლი აგრეთვე ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებებს. კონვენციის მოდელის შესაბამისად, ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე. მოთხოვნის წარდგენისას, ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ინფორმაცია სავარაუდოდ საჭირო იქნება ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან გატარების მიზნებისათვის. მხარეებს არ აქვთ უფლება მოიძიონ მტკიცებულებები (“fishing expeditions”) ან მოითხოვონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც არსობრივად არ შეესაბამება აღნიშნული გადამხდელის საგადასახადო საქმიანობას. მოთხოვნის წარმდგენმა კომპეტენტურმა ორგანომ უნდა დაადასტუროს მოთხოვნილი ინფორმაციის სავარაუდო საჭიროება მოთხოვნის მიზნებისათვის. მაგალითად, სახელმწიფოს არ აქვს უფლება უსაფუძვლოდ მოითხოვოს ინფორმაცია მისი რეზიდენტის მიერ მეორე სახელმწიფოს ბანკში გახსნილი საბანკო ანგარიშების შესახებ. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის აუდიტორული შემოწმების დროსაც კი, საგადასახადო ადმინისტრაციას არ აქვს უფლება მოითხოვოს ინფორმაცია გადასახადის კონკრეტულ გადამხდელზე, როდესაც არც ერთი გარიგება ან მითითება შესაძლო გარიგების არსებობაზე არ უკავშირდება მეორე სახელმწიფოს. მეორეს მხრივ, მაგალითად, როდესაც საგადასახადო ადმინისტრაცია აფასებს გადასახადის კონკრეტული გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებებს და აქვს ეჭვი, რომ მას გააჩნია მეორე სახელმწიფოში საბანკო ანგარიში, კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია ამ კონკრეტული გადამხდელის შესახებ. ამგვარი მოთხოვნა ასევე შესაძლებელია, მაგალითად რიგი გადამხდელების მიერ მეორე სახელმწიფოში მდებარე ბანკის ოფშორული საკრედიტო ბარათების ფლობის ფაქტის გამოვლენისას. მიუხედავად ამისა, თხოვნის წარმდგენმა სახელმწიფომ თავის ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს ყველა ღონისძიების გატარება მოთხოვნილი ინფორმაციის მოსაპოვებლად. აღნიშნული საკითხის დეტალურად განხილვის მიზნით, იხილეთ OECD-ის სამოდელო საგადასახადო კონვენციის 26-ე მუხლის და ინფორმაციის გაცვლის სამოდელო შეთანხმების მე-5 მუხლის კომენტარები. გაცვლილი ინფორმაცია ექვემდებარება კონფიდენციალურობის მკაცრ წესებს. 26-ე მუხლში ნათლადაა ასახული, რომ ამგვარად გაცვლილი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ და მისი გამოყენება ნებადართულია მხოლოდ კონვენციაში აღნიშნულ შემთხვევებში. ყველა სახელმწიფოში დაწესებულია ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის სანქციები საიდუმლოების დარღვევის შემთხვევაში. ჩვეულებრივ, მეორე სახელმწიფოდან მიღებული გადასახადებთან დაკავშირებული ინფორმაციის ნებართვის გარეშე გამჟღავნება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და დასჯადია თავისუფლების აღკვეთით. აღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, რომელიც შესაძლებელია იხილოთ OECD-ის სამოდელო საგადასახადო კონვენციის კომენტარებში და აგრეთვე ინფორმაციის გაცვლის შესახებ OECD-ის სახელმძღვანელოში, საბანკო საიდუმლოება არ არის შეუთავსებელი საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის ეფექტურ გაცვლასთან. ყველა სახელმწიფოს გააჩნია საბანკო საიდუმლოების ან კონფიდენციალურობის წესები. საერთაშორისო სტანდარტების შესრულება ინფორმაციის გაცვლის სფეროში მოითხოვს საბანკო საიდუმლოების წესებიდან მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისის დაშვებას და არ არღვევს მოქალაქეების პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობას.
|
. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები