,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6-19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 26/04/2013
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 19/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 210020100.36.101.016156
6-19
26/04/2013
ვებგვერდი, 02/05/2013
210020100.36.101.016156
,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
 

ქალაქ თბილისის საკრებულო

გადაწყვეტილება №6-19

2013 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 326 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს დედაქალაქის–თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის ,,წ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში (სსმ, 14.03.2012,  210020100.36.101.016032) შევიდეს ცვლილება და რეგლამენტის მე–15 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

,,მუხლი 151

1. მაჟორიტარული სისტემით არჩეული ქ. თბილისის საკრებულოს წევრის (შემდგომ – მაჟორიტარი საკრებულოს წევრი) ფუნქციონირებასა და საქმიანობასთან დაკავშირებით ამომრჩეველთან ურთიერთობის და მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით, შესაბამისი საარჩევნო  ოლქის ტერიტორიაზე  შეიძლება მოეწყოს მაჟორიტარი საკრებულოს წევრის სამუშაო ფართი მაჟორიტარი საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადით, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე:

ა) მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან მუშაობის ორგანიზებას;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში მაჟორიტარი საკრებულოს წევრის მონაწილეობას;

გ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზების გაწევას და მოქალაქეთა წერილების განხილვას;

დ) მაჟორიტარი საკრებულოს წევრის სახელზე შემოსული წერილების, საჩივრებისა და განცხადებების შესწავლასა და რეაგირების მოხდენას;

ე) მაჟორიტარი საკრებულოს წევრისათვის მოქალაქეებისაგან დასმულ პრობლემებზე დასკვნებისა და წინადადების მომზადებას.

2. მაჟორიტარი საკრებულოს წევრისათვის სამუშაო ფართის მოწყობისა და ფუნქციონირებისთვის ქ. თბილისის ბიუჯეტიდან ქ. თბილისის საკრებულოსთვის განსაზღვრულ ასიგნებებში ყოველთვიურად გამოიყოფა 5000 ლარი. აღნიშნული თანხიდან ქ. თბილისის საკრებულოს აპარატი მაჟორიტარი საკრებულოს წევრის  წარდგინებით ახორციელებს:

ა) სამუშაო ფართის მოსაწყობად და  ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ – ტექნიკური და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენას;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საოფისე ფართობის დაქირავებას და გამქირავებლისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურებას;

გ) მაჟორიტარი საკრებულოს  წევრის თანაშემწესთან (თანაშემწეებთან) და სხვა მომსახურე პერსონალთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი ანაზღაურების გაცემას;

დ) მაჟორიტარი საკრებულოს  წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციულ–ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული 5000 ლარი ამავე მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს შორის გადანაწილდეს შემდეგნაირად –  3000 ლარი შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო დარჩენილი 2000 ლარი  ყველა სხვა დანარჩენ ხარჯზე.

4. შეძენილი მატერიალურ – ტექნიკური საშუალებები არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის – ქ. თბილისის საკუთრება (საკრებულოს აპარატის ბალანსზე რიცხული) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. გადაწყვეტილება ძალაშია 2013 წლის 1 მაისიდან.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ სამადაშვილი