საოქმო განჩინება სს „კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
საოქმო განჩინება სს „კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/33
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 16/04/2013
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/33
16/04/2013
ვებგვერდი, 24/04/2013
საოქმო განჩინება სს „კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/33

   

     

ს ა ო ქ მ ო    გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2013 წლის 16 აპრილი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

   კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

   კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე;

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

 1. სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2013 წლის 08 მაისს , 14:00 საათზე , შემდეგი დღის წესრიგით:

ა ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება .

2 .    კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 , მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3 .    განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge .

4 .    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება , მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში , ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. : ქ. ქუთაისი , კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

    მოსამართლე:                                             გენადი მაკარიძე

 

    სხდომის მდივანი:                                    ნოდარ გიორგიძე