დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობისა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.168.016082 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
16
22/04/2013
ვებგვერდი, 30/04/2013
010260020.35.168.016082
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობისა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/04/2013 - 18/09/2019)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობისა და ტურიზმის სამსახურის დებულება (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობისა
და ტურიზმის სამსახურის დებულება |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.
მუნიციპალიტეტის (შემდგომ – სამსახური) საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობისა და ტურიზმის სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების დადგენილი წესით საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. |
2.
სამსახურს აქვს ორი განყოფილება: საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობის განყოფილება და ტურიზმის განყოფილება. |
3.
სამსახურს აქვს ორი განყოფილება: საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობის განყოფილება და ტურიზმის განყოფილება. |
მუხლი 2.
საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები და ამოცანები |
განყოფილება კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს შემდეგ საკითხებს: |
ა)
ბიზნესის მოზიდვა და მათთან ურთიერთობა; |
ბ)
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და საგარეო ეკონომიკური მიმართულება; |
გ)
მუნიციპალური პროგრამების ინიციირება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მართვის მეთოდოლოგიური და ტექნოლოგიური ოპტიმიზაცია; |
დ)
მუნიციპალიტეტის არსებული ეკონომიკური რესურსების შეფასება და მონაცემთა ბაზის შექმნა; |
ე)
მიზნობრივი პროგრამებისა და შეთავაზებების შემუშავება/შექმნა; |
ვ)
შესაბამისი საინფორმაციო კამპანიების წარმოება; |
ზ)
დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; |
თ)
მუნიციპალიტეტის საშინაო და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ინიციირება, კოორდინაცია, ინვესტირების მიმართულებების განსაზღვრა, ინვესტორთა ხელშემწყობი პროექტების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; |
ი)
მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზება საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან; |
კ)
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა; |
ლ)
მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; |
მ)
ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების ორგანიზება; |
ნ)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების ეკონომიკური პროგრამების შედგენა, განხორციელებისა და განახლების კოორდინაცია და მათი შესრულების მონიტორინგი. |
მუხლი 3.
ტურიზმის განყოფილების ფუნქციები და ამოცანები |
განყოფილება და დგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას; |
ბ)
ტურისტული საინფორმაციო-სარეკლამო პროდუქციის მომზადებასა და გავრცელებას; |
გ)
ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და განვითარებას, ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას; |
დ)
ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებების გატარებას; |
ე)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
სამსახურის მართვა და ორგანიზება |
სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. |
1.
სამსახურის უფროსი: |
ა)
წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; |
ბ)
წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; |
გ)
პერიოდულად წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; |
დ)
ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს; |
ე)
ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; |
ვ)
გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს; |
ზ)
ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს. |
2.
სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი. |
მუხლი 5.
სამსახურის მოსამსახურე |
1.
სამსახურის მოსამსახურეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. |
2.
მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებლის, სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე. |
3.
მოსამსახურე უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას. |
მუხლი 6.
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი |
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კანონით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები