„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 321
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 20/10/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 09/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.05.001.003.283
  • Word
321
07/10/2008
სსმ, 24, 20/10/2008
040.110.030.05.001.003.283
„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 9.07.1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-2 მუხლის 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ფონდების ანდა ამ ფონდების მართვაზე უფლებამოსილი პირების მიერ ფონდების აქტივების საშუალებით შეძენილი ფინანსური აქტივების შემდგომ მართვაზე, ნებისმიერი სახით განკარგვაზე, მათ შორის, პრივატიზებაზე ანდა სარგებლობის უფლებით გადაცემაზე;

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“.

2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2008 წლის 15 ნოემბრამდე მოამზადოს ამ კანონის მე-2 მუხლის 42 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებისთვის აუცილებელი ნორმატიული აქტი – შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის გადაცემის (დაბრუნების) წესის შესახებ.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 7 ოქტომბერი.

№321–IIს