დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.143.016171 |
|
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 04/01/2013; 280120000.35.143.016135) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 10. ზოგიერთი კატეგორიის მოსახლეობის სოციალური დახმარება 1. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიმღებნი არიან: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები (0-70 000 სარეიტინგო ქულა), რომელთა სადაზღვევო პოლისი არ არის გააქტიურებული ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ იფარება დაზღვევით; ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები (70 000-100 000 სარეიტინგო ქულა), რომელთა სამედიცინო მომსახურების ხარჯები სრულად არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით; გ) სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობა ( 0-57 000 სარეიტინგო ქულა). 2. დასკვნას ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაცემის შესაძლებლობის, მიზანშეწონილებისა და მოცულობის (არაუმეტეს 300 ლარისა) შესახებ შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით შექმნილი სპეციალური კომისია, რომელსაც განცხადებასთან ერთად უნდა წარედგინოს : ა) მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); გ) სამედიცინო მომსახურების (საჭირო მედიკამენტების) ხარჯების ანგარიშ-ფაქტურა; დ) კომუნალური, საწვავის და ა.შ. ხარჯების გაშიფრვა/დასაბუთება განცხადებაში მითითებული დახმარების სახის შესაბამისად; ე) სოციალურ კატეგორიას (დევნილი, შშმ პირი, ომის ვეტერანი, პენსიონერი და სხვა) მიკუთვნების დამადასტურებელი მოწმობის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) მაძიებლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის რწმუნებულის (წარმომადგენლის) წერილობითი ინფორმაცია ( იმ შემთხვევაში, თუ მაძიებლის ოჯახი არ ირიცხება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში). 3. კომისია დასკვნის შემუშავებისას მხედველობაში იღებს პირის შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.“. |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ: ა) უმაღლესი სასწავლებლებისა და კოლეჯების/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმოკლე სტუდენტებზე/მოსწავლეებზე, რომლებიც არიან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, აგრეთვე, საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა შვილები; ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთა რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-70 000 ქულის ფარგლებშია.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები