„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/04/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016086
8
19/04/2013
ვებგვერდი, 29/04/2013
010260020.35.106.016086
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი
 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №8

2013 წლის 19 აპრილი

ქ. ხობი

„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №27 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, 110307105, 21.03.2011 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016031) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამსახურის სფეროს მიკუთვნებულ კულტურის, საგანმანათლებლო, სასპორტო და ახალგაზრდულ დაწესებულებაში მონიტორინგის ჩატარება და წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად;“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თ) კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა, გასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვა;“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სისტემის განვითარების ხელშეწყობა;“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ო) ადგილობრივი სემინარების, კონფერენციებისა და კონკურსების მოწყობა-ორგანიზება.“.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ქარდავა