დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 315 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.22.034.016189 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებით (140.030.000.22.034.008.614) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სისტემური მართვის სამმართველო: ა.ა) საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება; ა.ბ) იურიდიული სამსახური: ა.ბ.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება; ა.ბ.ბ) ადმინისტრაციული საქმისწარმოების განყოფილება; ა.გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ანალიზის სამსახური: ა.გ.ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განყოფილება; ა.გ.ბ) ანალიზის განყოფილება; ბ) სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო: ბ.ა) შეიარაღების განყოფილება; გ) საერთო განყოფილება (კანცელარია): გ.ა) საქმისწარმოების ორგანიზების ქვეგანყოფილება (კანცელარია); დ) კადრების სამმართველო: დ.ა) დაკომპლექტებისა და ზონალური მუშაობის განყოფილება; დ.ბ) საკადრო უზრუნველყოფის განყოფილება; ე) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო: ე.ა) ფინანსური რესურსების მართვის განყოფილება: ე.ა.ა) ფინანსური რესურსების მართვისა და დაგეგმარების ქვეგანყოფილება; ე.ა.ბ) შესყიდვების ორგანიზების ქვეგანყოფილება; ე.ბ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება; ე.გ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება: ე.გ.ა) მომარაგების ქვეგანყოფილება; ე.გ.ბ) საწყობის ქვეგანყოფილება; ე.დ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული მომსახურების განყოფილება: ე.დ.ა) კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული მომსახურების ქვეგანყოფილება; ე.ე) შენობათა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის განყოფილება; ვ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველო; ზ) მცხეთა-მთიანეთის სამმართველო; თ) ქვემო ქართლის სამმართველო; ი) შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველო; კ) კახეთის სამმართველო; ლ) იმერეთის მთავარი სამმართველო; მ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველო; ნ) აჭარის მთავარი სამმართველო. 2. დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალი ტერიტორიული დანაყოფების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.”.
|
2.
მე–11 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
3.
11
1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 111 1. სისტემური მართვის სამმართველო: ა) ახორციელებს დეპარტამენტის სამართლებრივ უზრუნველყოფას; ბ) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და ახორციელებს ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას; გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების რეგულაციას; დ) ახორციელებს საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზების უზრუნველყოფას; ე) უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევათა სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვიანობის წარმოებას. 2. სისტემური მართვის სამმართველოში შემავალი დანაყოფების კომპეტენციაა: ა) საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება: ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას; ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან; ა.გ) საპატრულო პოლიციის სახელით მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში; ა.დ) არალეგალური მიგრაციისა და სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებსა და საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან; ა.ე) საქართველოს საზღვრის სამართლებრივი რეჟიმის დაცვისა და სამიგრაციო კონტროლის განხორციელების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვიზის სახელმწიფო საზღვარზე გაცემის შემთხვევაში უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში მოწვევის საკითხების განხილვას; ა.ვ) უზრუნველყოფს უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას; ბ) იურიდიული სამსახური: ბ.ა) ახორციელებს დეპარტამენტის სამართლებრივ უზრუნველყოფას; ბ.ბ) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და ახორციელებს ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას; ბ.გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება: ბ.გ.ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით; ბ.გ.ბ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში; ბ.გ.გ) განიხილავს შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს და ამზადებს სათანადო დასკვნებს; ბ.გ.დ) განიხილავს დეპარტამენტის სხვადასხვა სამსახურებისა და სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტებს; ბ.გ.ე) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს დეპარტამენტის ინტერესებს სასამართლოში; ბ.გ.ვ) ახორციელებს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განხორციელების მიზნით; ბ.დ) ადმინისტრაციული საქმისწარმოების განყოფილება: ბ.დ.ა) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მათ შესრულებას; ბ.დ.ბ) ახორციელებს ადმინისტრაციული წარმოების წესით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის მომზადებასა და წარმართვას (ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა); გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ანალიზის სამსახური: გ.ა) ახორციელებს საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზების უზრუნველყოფას; გ.ბ) უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევათა სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვიანობის წარმოებას; გ.გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განყოფილება: გ.გ.ა) აანალიზებს საავტომობილო გზებსა და ქუჩებში მომხდარ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევებს, მათი გამომწვევი მიზეზების ლიკვიდაციისთვის იკვლევს საგზაო მოძრაობის პირობებს, არსებული წესით შეიმუშავებს ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებლად გამიზნულ ღონისძიებებს; გ.გ.ბ) საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, აუცილებლობის შემთხვევაში კაპიტალური შეკეთების პროექტებს უთანხმებს შესაბამის სამსახურებს; გ.გ.გ) მონაწილეობს საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან კაპიტალური შეკეთების შემდეგ ექსპლუატაციაში მიმღები კომისიების მუშაობაში; გ.გ.დ) საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებზე, რკინიგზის გადასასვლელების ნებისმიერი სამუშაოების შესრულებისას ახორციელებს ზედამხედველობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვისათვის; გ.გ.ე) ითანხმებს სახიფათო, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადატანას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს; გ.გ.ვ) მონაწილეობს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკურ საშუალებათა პროექტების შემუშავებასა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის პროგრესული მეთოდების დანერგვაში; გ.დ) ანალიზის განყოფილება: გ.დ.ა) ახორციელებს სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესწავლისა და შეფასების მიზნით ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ ამ კუთხით გაწეული საქმიანობის შემოწმებას და ადგილზე პრაქტიკული დახმარების ორგანიზებას; გ.დ.ბ) ახორციელებს ქვეყნის საავტომობილო გზებზე გამოვლენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა აღრიცხვას და ანალიზს, ადმინისტრაციული პრაქტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფისათვის წინადადებების მომზადებას; გ.დ.გ) ახორციელებს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ გამოვლენილი და განხილული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შესაბამისი შეტყობინებების გადაგზავნის კონტროლს; გ.დ.დ) ახორციელებს დეპარტამენტის ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათების საფუძველზე საანგარიშო პერიოდში დანაშაულისა და სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგების დაჯამებას, ანალიზსა და სათანადო ინფორმაციის შედგენას; გ.დ.ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას; გ.დ.ვ) უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვიანობის წარმოებას; გ.დ.ზ) უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სააღრიცხვო ბარათების დამუშავებას და აღრიცხვის ორგანიზებას, მათ სრულყოფილ შევსებასა და ადგილებიდან დროული გამოგზავნისათვის კონტროლის დაწესებას; გ.დ.თ) ახორციელებს ქვეყანაში სამართალდარღვევათა, ასევე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შესახებ შექმნილი ოპერატიული ვითარებისა და ანალიზის საფუძველზე წინადადებების შემუშავებას მათი აღმოფხვრის მიზნით.”.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები