დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ქალაქი რუსთავის რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 188 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 18/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016171 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/04/2013 - 07/11/2014)
|
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად,
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი თანდართულ დანართებთან ერთად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1.
გამოყენების სფერო |
ეს წესი ვრცელდება თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებზე და თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე და განსაზღვრავს კონკურსის/ატესტაციის ჩატარების პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებს, პირობებს და საკონკურსო-სააატესტაციო კომისიის (შემდგომში –კომისია) საქმიანობის წესს. |
მუხლი 2.
კონკურსისა და ატესტაციის პრინციპები |
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადგილობრივ თვითმმართველობაში კონკურსი და ატესტაცია ტარდება ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიურობის, კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით. |
თავი II
საკონკურსო-საატესტაციო კომისია |
მუხლი 3.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა |
1.
რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსსა და ატესტაციას ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. |
2.
კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. |
3.
კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო. |
4.
კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკურსი გამოცხადებულია ამ თანამდებობაზე და/ან კომისიამ უნდა მოხდინოს მისი ატესტაცია), პროფესიული კავშირების წევრები, დამოუკიდებელი სპეციალისტები, საკრებულოს წევრ(ებ)ი. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან. |
5.
კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. |
მუხლი 4.
კომისიის სამდივნო |
1.
კონკურსისა ორგანიზებულად ჩატარებისათვის კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს შექმნას კომისიის სამდივნო (შემდგომში –სამდივნო). |
2.
სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის გამართვისთვის საჭირო ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის:
ა) კანდიდატების განცხადებების და დოკუმენტების მიღებას, შენახვას და მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას; ბ) კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, მის რეგისტრაცია და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებას; გ) დოკუმენტების კომისიისთვის წარდგენას; დ) კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას. |
3.
კონკურსის დამთავრებისა და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას. |
მუხლი 5.
კომისიის მუშაობის წესი |
1.
კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. |
2.
კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. |
3.
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. |
4.
კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. |
თავი III
კონკურსი |
| მუხლი 6 |
1.
კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. |
2.
კონკურსის ამოცანაა კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობების და პიროვნული თვისებების შეფასება და დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა. |
| მუხლი 7 |
1.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერის თანამდებობაზე ან საკრებულოს აპარატში ვაკანსიის ან/და საშტატო ერთეულის დამატების საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე კომისიას წარუდგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს ვაკანსიის გამოცხადების ან/და საშტატო ერთეულის დამატების შესახებ. |
2.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერი მერიაში ვაკანსიის არსებობის ან/და საშტატო ერთეულის დამატების საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას უკვე არსებული ან/და დასამატებელი თანამდებობის საჭიროების დასაბუთებით. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ვაკანსიის გამოცხადების ან/და საშტატო ერთეულის დამატების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე წარუდგენს კომისიას. |
3.
კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინების მომზადებასა და გამოქვეყნებას საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობითა უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების დღე. |
4.
შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) დაწესებულების დასახელება და კონკურსის წესით დასაკავებელი თანამდებობის დასახელება და რაოდენობა; ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები (განათლება, კვალიფიკაცია და უნარები); გ) შესასრულებელი სამუშაო; დ) განცხადებებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა; ე) კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი; ვ) კონკურსის თემატიკა და ფორმა; ზ) შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი; თ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა. |
5.
კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არაუადრეს 10 დღისა. |
6.
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
|
მუხლი 8.
მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს |
1.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. |
2.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. |
3.
მოხელეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. |
მუხლი 9.
კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები |
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს:
ა) კანდიდატის განაცხადის ფორმა (დანართი №2); ბ) კონკურსის შესახებ შეტყობინებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები. |
მუხლი 10.
კონკურსის ჩატარების პროცედურა |
1.
კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით. |
2.
კონკურსის ფორმას ტესტირების/გასაუბრების თემატიკას, ფორმებს, პირობებს და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით. |
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე კონკურსის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 დღისა. |
4.
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის, აგრეთვე არასაპატიო მიზეზით დაგვიანების შემთხვევაში კანდიდატი კონკურსის პროცედურაზე არ დაიშვება. |
მუხლი 11.
ტესტირება |
1.
ტესტის ფორმას, შეფასების კრიტერიმებს და აუცილებელ ქულათა მინიმალურ ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია; |
2.
დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი). |
მუხლი 12.
გასაუბრება |
კომისიამ კანდიდატთან გასაუბრებისას შეიძლება გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. |
მუხლი 13.
კონკურსის შედეგები |
1.
კომისია კონკურსის შედეგებს განიხილავს სხდომაზე კანდიდატების დაუსწრებლად. |
2.
კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი ფასდება ინდივიდუალურად და ივსება კანდიდატის შეფასების ფორმა (დანართი №3); |
3.
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად. |
4.
კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს წარდგენაზე. |
5.
კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეს (მერის ვაკანსიის არსებობის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა ვაკანსიის არსებობის ან/და შტატის დამატების შემთხვევაში) ან მერს (მერიის საჯარო მოხელეთა ვაკანსიის არსებობის ან/და შტატის დამატების შემთხვევაში) კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ. |
6.
თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე, ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად. |
თავი IV
ატესტაცია |
მუხლი 14.
ატესტაციის მიზნები და მოცანები |
1.
ატესტაციის მიზნებია:
ა) მოხელის პროფესიული ჩვევის კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ამ დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან; ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება; გ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; დ) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; ე) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება; ვ) მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა. |
2.
ატესტაციის ამოცანაა მოხელის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობების და პიროვნული თვისებების შეფასება და დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა. |
მუხლი 15.
ატესტაციას დაქვემდებარებული პირი |
1.
ატესტაციას ექვემდებარება:
ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; გ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ. |
2.
ატესტაციას არ ექვემდებარება მოხელე, რომელიც სამსახურში მიღებულია განსაზღვრული ვადით. |
3.
მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს. |
4.
მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს 89-ე მუხლის „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ატესტაციას გადის უფლებამოსილების აღდგენიდან ერთი თვის შემდეგ. |
მუხლი 16.
ატესტაციის ჩატარების დრო |
1.
ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. |
2.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს აპარატში ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს საკრებულოს აპარატი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. |
3.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიაში ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს მერიის ადმინისტრაცია და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. |
4.
ატესტაციის გრაფიკის, პროგრამის და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც. |
5.
ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე. |
მუხლი 17.
ატესტაციის ჩატარების წესი |
1.
ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ამ წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სამსახურში წარადგენს დახასიათებას (დანართი №4). იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე. |
2.
.საკრებულოს აპარატში საკრებულოს აპარატის უფროსი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის დახასიათებას (დანართი N4). იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე. |
3.
მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას. |
4.
ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაცია. |
5.
ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს გასაუბრების ან/და ტესტირების ფორმით. ტესტირების თემატიკას მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს კომისია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით. |
6.
გასაუბრება იმართება იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, სადაც პირი მუშაობს. |
7.
გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას, მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო თემატიკის შესაბამისად და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. |
8.
ატესტაციაზე მოხელის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხის განხილვა გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს ამ წესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას. |
მუხლი 18.
მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება |
1.
ატესტაციის დროს კენჭისყრის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად. |
2.
საჭიროების შემთხვევაში კომისია ისმენს მოხელის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს. |
3.
ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:
ა)მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. |
მუხლი 19.
ატესტაციის შედეგები |
1.
კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. |
2.
ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს, საატესტაციო ფურცელს (დანართი №5) ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. |
3.
მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა შევსებიდან ორ დღეში და ხელს აწერს მას. |
4.
ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში კომისია საკრებულოს თავმდჯომარეს (მერს) მოახსენებს ატესტაციის შედეგების შესახებ. |
5.
საკრებულოს თავმდჯომარე (მერი) კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურების შესახებ, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
6.
თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, საკრებულოს თავმდჯომარეს (მერს) უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან. |
თავი V
დავის განხილვა და გადაწყვეტა |
მუხლი 20.
საპრეტენზიო კომისია |
1.
კონკურსის/ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, იქმნება საპრეტენზიო კომისია. |
2.
საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს საკრებულო თავმჯდომარე. |
3.
საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის/ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში. |
4.
საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. |
5.
საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. |
6.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. |
7.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს გამოხატოს განსხვავებული აზრი და დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. |
8.
პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის/ატესტაციის შედეგების გამოცხადებიდან/საატესტაციო ფურცლის გაცნობიდან არაუგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 დღეში. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შედგება ოქმი, რომელშიც საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებასთან ერთად აისახება გამოვლენილი ხარვეზები. |
9.
ოქმს ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. |
10.
საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. |
11.
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. კომისიას უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრების მონაწილეობით. |
მუხლი 21.
დავის გადაწყვეტა |
კონკურსის ან ატესტაციის პროცესთან ან შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
დანართი 2
|
კანდიდატის განაცხადის ფორმა
|
კანდიდატის განაცხადის ფორმა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 3
|
კანდიდატის შეფასების ფორმა
|
| ||||||||||||||||||||||
დანართი 4
|
მოხელის დახასიათება
|
სახელი, გვარი ______________________________________________________________________________________________
დაკავებული თანამდებობა ___________________________________________________________________________________ სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი ____________________________________________________________________ საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება ____________________________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________________________
პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები ____________________________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________________________
დადებითი და უარყოფითი მხარეები ____________________________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________________________
წახალისება ____________________________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________________________
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები ____________________________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________________________
წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ ____________________________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________________________
ხელმოწერა ______________________ თარიღი ________________________
|
დანართი 5
|
საატესტაციო ფურცელი
|
მოხელის სახელი, გვარი _________________________________________________________________________________
დაბადების თარიღი და ადგილი __________________________________________________________________________ დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი ____________________________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________________________
თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება ____________________________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________________________
განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა) ____________________________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________________________
სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება ____________________________________________________________________________________________________________
შრომის საერთო სტაჟი (მ/შ საჯარო სამსახურში) ________________________________________________________________ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა _________________________________________________________________
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია______________________________________________________________
____________________________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________________________
შენიშვნა ____________________________________________________________________________________________________
კომისიის თავმჯდომარე ________________________ კომისიის წევრები ______________________________ თარიღი _______________________
მოხელის ხელმოწერა ––––––––––––––––––––––––––––––––––––
თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები