დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30-31 აგვისტოს N168/ნ-N373 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.016570 |
|
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30-31 აგვისტოს №168/ნ-N373 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
|
| მუხლი 1 |
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30-31 აგვისტოს N168/ნ-N373 ერთობლივ ბრძანებაში (
www.matsne.gov.ge, 07/09/2012, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016439) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. ვაუჩერის მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ვაუჩერს გასცემს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე. 2. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – საინფორმაციო სისტემა) სამინისტროს წარუდგენს: ა) ინფორმაციას მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ელექტრონული ფორმის შესაბამისად, რაც მოიცავს: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სრულ დასახლებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საიდენტიფიკაციო კოდს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა სრულ რაოდენობას, კლასში მოსწავლეთა რაოდენობას, სექტორს (რომელზეც ირიცხება მოსწავლე); ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობების რაოდენობას (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის); გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად კორექტირებულ ინფორმაციას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას საინფორმაციო სისტემა სამინისტროს წარუდგენს წლის განმავლობაში სამჯერ, შემდეგი ვადების დაცვით : ა) ყოველი წლის 1 ოქტომბრამდე – 20 სექტემბრის მდგომარეობით; ბ) ყოველი წლის 1 თებერვლამდე – 25 იანვრის მდგომარეობით; გ) ყოველი წლის 1ივნისამდე − 20 მაისის მდგომარეობით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საინფორმაციო სისტემა სამინისტროს წარუდგენს ყოველთვიურად. 5. ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებას მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში შეჰყავს ინფორმაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა სრული რაოდენობის, კლასში მოსწავლეთა რაოდენობის, მოსწავლეთა მოქალაქეობის, სექტორის (რომელზეც ირიცხება მოსწავლე), პირადი ნომრისა და დაბადების თარიღის შესახებ.“. 2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. კერძო სამართლის იურიდიული პირის – ახალდაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ვაუჩერის გაცემის წესი 1. ახალდაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიულ პირს სამინისტროსგან საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების მოპოვების შემდეგ ვაუჩერით დაფინანსების მიღების მიზნით მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში შეჰყავს ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. 2. საინფორმაციო სისტემა აღნიშნულ ინფორმაციას წარუდგენს სამინისტროს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დაცვით. 3. სამინისტრო ახალდაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ვაუჩერის შესაბამისი თანხის გადარიცხვას განახორციელებს ავტორიზაციის გავლის შემდგომი თვიდან: ა) მხოლოდ იმ მოსწავლეებზე, რომლებიც არ ირიცხებოდნენ სხვა სკოლებში, შესაბამისი სასწავლო წლის 20 სექტემბრიდან, იმ შემთხვევაში თუ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება ახალდაფუძნებულმა კერძო სკოლამ მოიპოვა 20 სექტემბრიდან 25 იანვრამდე; ბ) მხოლოდ იმ მოსწავლეებზე, რომლებიც არ ირიცხებოდნენ სხვა სკოლებში შესაბამისი სასწავლო წლის 25 იანვრიდან, იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება ახალდაფუძნებულმა კერძო სკოლამ მოიპოვა 25 იანვრიდან 20 მაისამდე; გ) მხოლოდ იმ მოსწავლეებზე, რომლებიც არ ირიცხებოდნენ სხვა სკოლებში შესაბამისი სასწავლო წლის 20 მაისამდე, იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება ახალდაფუძნებულმა კერძო სკოლამ მოიპოვა 20 მაისიდან 20 სექტემბრამდე.“. 3. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალდაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ვაუჩერის შესაბამისი თანხის გადარიცხვას განახორციელებს სკოლის დაფუძნების თვის ჩათვლით: ა) მხოლოდ იმ მოსწავლეებზე, რომლებიც არ ირიცხებოდნენ სხვა სკოლებში, შესაბამისი სასწავლო წლის 20 სექტემბრიდან, იმ შემთხვევაში თუ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება ახალდაფუძნებულმა საჯარო სკოლამ მოიპოვა 20 სექტემბრიდან 25 იანვრამდე; ბ) მხოლოდ იმ მოსწავლეებზე, რომლებიც არ ირიცხებოდნენ სხვა სკოლებში შესაბამისი სასწავლო წლის 25 იანვრიდან, იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება ახალდაფუძნებულმა საჯარო სკოლამ მოიპოვა 25 იანვრიდან 20 მაისამდე; გ) მხოლოდ იმ მოსწავლეებზე, რომლებიც არ ირიცხებოდნენ სხვა სკოლებში შესაბამისი სასწავლო წლის 20 მაისამდე, იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება ახალდაფუძნებულმა საჯარო სკოლამ მოიპოვა 20 მაისიდან 20 სექტემბრამდე.“. 4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. ვაუჩერის გაცემა მოსწავლის მობილობისას, მოსწავლის სტატუსის შეჩერებისას და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხვის/ამორიცხვის შემთხვევაში 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობის დროს ვაუჩერი მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას გადაეცემა: ა) 20 სექტემბრიდან, თუ მოსწავლე 20 მაისიდან 20 სექტემბრამდე მობილობით გადავიდა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასევე, თუ აღიდგინა მოსწავლის სტატუსი; ბ) 25 იანვრიდან, თუ მოსწავლე 20 სექტემბრიდან 25 იანვრამდე მობილობით გადავიდა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასევე, თუ აღიდგინა მოსწავლის სტატუსი. გ) 20 მაისიდან, თუ მოსწავლე 25 იანვრიდან 20 მაისამდე მობილობით გადავიდა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასევე, თუ აღიდგინა მოსწავლის სტატუსი. 2. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, საიდანაც გაირიცხა/ამოირიცხა მოსწავლე, უნარჩუნდება ვაუჩერის გადარიცხული თანხის ოდენობა: ა) 25 იანვრამდე, თუ მოსწავლე გაირიცხა/ამოირიცხა 20 სექტემბრიდან 25 იანვრამდე; ბ) 20 მაისამდე, თუ მოსწავლე გაირიცხა/ამოირიცხა 25 იანვრიდან 20 მაისამდე; ბ) 20 სექტემბრამდე, თუ მოსწავლე გაირიცხა/ამოირიცხა 20 მაისიდან 20 სექტემბრამდე. 3. მოსწავლის მიერ მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ვაუჩერის გადარიცხული თანხის ოდენობა შეუნარჩუნდება: ა) 20 სექტემბრამდე, თუ მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა 20 მაისიდან 20 სექტემბრამდე; ბ) 25 იანვრამდე, თუ მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა 20 სექტემბრიდან 25 იანვრამდე; გ) 20 მაისამდე, თუ მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა 25 იანვრიდან 20 მაისამდე.“. |
| მუხლი 2 |
,,ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის
N9 დადგენილების პირველი მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს 2013 წლის აპრილის თვეში გაზრდილი ვაუჩერის გადაცემა იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომლებმაც 2013 წლის 25 იანვრიდან ამ ბრძანების ამოქმედებამდე სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში ასახეს ინფორმაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობების რაოდენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის) შესახებ.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები