დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 82 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.017246 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №63 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2012, 010220020.10.003.016736) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1 საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფები და მათი შემადგენლობა I. ქონებრივი საკითხების განმხილველი და ეკლესიის ეკონომიკური საქმიანობისათვის შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემქმნელი სამუშაო ჯგუფი
II. XIX და XX სს‑ში (საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში) ეკლესიისათვის მიყენებული ზარალის დამდგენი სამუშაო ჯგუფი
III. სახელმწიფო მუზეუმებში დაცული საეკლესიო საგანძურის და ისტორიული მნიშვნელობის ტაძრების მოვლა‑პატრონობის რეჟიმის დამდგენი სამუშაო ჯგუფი
IV. კანონით დადგენილი წესით ჯვრისწერის აღიარების განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი
V. სამხედრო‑საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი
VI. განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი
VII. საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საპატრიარქოს სამართლებრივი სტატუსის და იქ არსებული ქართული ეკლესია‑მონასტრების მოვლა‑პატრონობისა და საკუთრების განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი
VIII. რელიგიური დანიშნულების ნაგებობათა წარმომავლობის დამდგენი სამუშაო ჯგუფი
2. №2 დანართის: ა) მე‑2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიას თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“; ბ) მე‑3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის შემადგენლობაში, კომისიის თავმჯდომარის გარდა, ასევე შედიან შემდეგი სამუშაო ჯგუფების წევრები: ა) ქონებრივი საკითხების განმხილველი და ეკლესიის ეკონომიკური საქმიანობისათვის შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემქმნელი სამუშაო ჯგუფი; ბ) XIX და XX სს‑ში (საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში) ეკლესიისათვის მიყენებული ზარალის დამდგენი სამუშაო ჯგუფი; გ) სახელმწიფო მუზეუმებში დაცული საეკლესიო საგანძურის და ისტორიული მნიშვნელობის ტაძრების მოვლა‑პატრონობის რეჟიმის დამდგენი სამუშაო ჯგუფი; დ) კანონით დადგენილი წესით ჯვრისწერის აღიარების განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი; ე) სამხედრო‑საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი; ვ) განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი; ზ) საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საპატრიარქოს სამართლებრივი სტატუსის და იქ არსებული ქართული ეკლესია‑მონასტრების მოვლა‑პატრონობისა და საკუთრების განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი; თ) რელიგიური დანიშნულების ნაგებობათა წარმომავლობის დამდგენი სამუშაო ჯგუფი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები