ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ

  • Word
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 327
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/04/2013
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
327
18/04/2013
ვებგვერდი, 18/04/2013
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №327

2013 წლის 18 აპრილი

                                                       ქ. თბილისი                                                  

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებისა და „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1.  დაინიშნოს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2013 წლის 18 მაისს.

2.  ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდეს ტესტური ფორმით ორ ეტაპად ზოგადი უნარ-ჩვევები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) და პროფესიული ნაწილი.

3.  გამოცდის ჩაბარების მსურველთა განცხადებებისა და თანდართული საბუთების მიღების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა (შემდგომში იუსტიციის სასწავლო ცენტრი) უზრუნველყოს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის სამდივნოს შექმნა.

4.  იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასატარებლად აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

5.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

მინისტრი                                                                                             თეა წულუკიანი