„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 0413/18-1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 18/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 20/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 190040000.19.012.016035
0413/18-1
18/04/2013
ვებგვერდი, 19/04/2013
190040000.19.012.016035
„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №0413/18-1

2013 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №3 ბრძანებაში (ვებგვერდი 23.01.2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების:
ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. სადაზღვევო ორგანიზაციები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ 2013 წლის 15 აპრილიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან ლიცენზიის მიღებიდან 20 დღის ვადაში „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული წესით წარადგენენ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმას.“.

2. „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების:
ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (სპეციალური სტრუქტურული ერთეული) თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის შიდა ინსტრუქციით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებით და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით.“.

ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით, სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების შესაბამისად.“;

გ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა

1. ზედამხედველობას სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. 

2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.”.

მუხლი 2
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 20 მარტის №354-IIს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ახალი ნორმატიული აქტების გამოცემამდე საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსიმიხეილ როინიშვილი