შპს “მენა ფაინანშიალ სერვისის ენდ ტექნოლოჯის” –სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

  • Word
შპს “მენა ფაინანშიალ სერვისის ენდ ტექნოლოჯის” –სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 184
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 15/04/2013
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
184
15/04/2013
ვებგვერდი, 18/04/2013
შპს “მენა ფაინანშიალ სერვისის ენდ ტექნოლოჯის” –სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №184

2013 წლის 15 აპრილი

. თბილისი

შპს “მენა ფაინანშიალ სერვისის ენდ ტექნოლოჯის -თვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52 -ე მუხლის „ბ“ პუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 31 -ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -13 მუხლის „ა“ პუნქტის, 22 -ე მუხლის მე-6 პუნქტისა და მე -7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის 34/01 ბრძანებით დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის ლიცენზირების, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61 -ე მუხლის მე -2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის 225/01 ბრძანების საფუძველზე:

1 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 11 აპრილის 359 განკარგულება შპს მენა ფაინანშიალ სერვისის ენდ ტექნოლოჯის ”-თვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე.

2. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის. : ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. , 6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერის მომენტიდან.

 

ვიცე - პრეზიდენტი                                   ო. ნადარაია