დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 19/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016041 |
|
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის პირველი დანართის (2011 წლის ივლისის თვის მე-11 რედაქცია), იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC-9379 მოთხოვნების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში და ამ ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
„მუხლი 4. „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი და მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო 27-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან.“.
„მუხლი 41. „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ მე-10 მუხლის 41 პუნქტი ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის ამოქმედებისთანავე.“.
„3. 60 წლის ასაკს გადასული პილოტი: ა) კომერციულ ფრენებზე დაიშვება პილოტის რანგში, იმ პირობით, თუ ეკიპაჟში ის არის ერთადერთი პილოტი, რომელმაც 60 წლის ასაკს მიაღწია; ბ) ერთპილოტიან საჰერო ხომალდზე კომერციულ ფრენებზე არ დაიშვება მეთაურის რანგში.“.
„41. მოწმობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად (ოსტატობის დასადასტურებლად), თეორიული ცოდნის შემოწმებას ახორციელებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულება.“.
„2. მოწმობის გამოცვლის კანდიდატი ვალდებულია: ა) გაიაროს სამედიცინო შემოწმება (საჭიროებისას); ბ) ჩააბაროს თეორიული გამოცდები; გ) გაიაროს საფრენოსნო (პრაქტიკული მუშაობის) შემოწმება (საჭიროებისას); დ) წარმოადგინოს სააგენტოს მიერ გაცემული აღიარების ჩანართი (არანაკლებ ორი); ე) პილოტს, ნაოსანს, ბორტრადისტს და ბორტინჟინერს ჰქონდეს ნაფრენი საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდზე სულ მცირე 200 საათი (დადასტურება ხდება საფრენოსნო წიგნაკის (Logbook) წარმოდგენით).“.
„6. ჩანართის მოქმედების ვადა მოწმობის და სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის ფარგლებში უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ავიასაწარმოს ხელმძღვანელის შუამდგომლობით შესაძლებელია ჩანართის ხელმეორედ გაცემა.“; „8. საქართველოს ის ავიასაწარმო, სადაც ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარებით დაინტერესებულმა ავიასპეციალისტმა უნდა იმუშაოს, სააგენტოს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს ამ ავიასპეციალისტის: ა) ავიასპეციალისტის მოწმობას; ბ) ბოლო საფრენოსნო (პრაქტიკული მუშაობის) შემოწმების დამადასტურებელ საბუთს (Line Check); ბ.ა) იმ შემთხვევაში, თუ არ აქვს მოქმედი საფრენოსნო (პრაქტიკული შემოწმება), საფრენოსნო (პრაქტიკული შემოწმება) შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ჩანართის გაცემის დღიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. გ) საწაფზე ბოლო შემოწმების დამადასტურებელ საბუთს (Proficiency Check); დ) პილოტის, ნაოსნისა და ბორტრადისტისათვის – ინგლისური ენის ცოდნის, არანაკლებ მე-4 დონის (იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით) დამადასტურებელ ჩანაწერს მოწმობაში; ე) სამედიცინო სერტიფიკატის (სხ-ის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის გარდა); ვ) პილოტის, ნაოსანისა, და ბორტრადისტისათვის – სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით (იკაოს სკალის მიხედვით მინიმუმ მე-4 დონის მაჩვენებლით) ჩაბარების დამადასტურებელ საბუთს; ზ) საფრენოსნო წიგნაკს (Logbook). 9. ამ მუხლის მე-8 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების და მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო გასცემს ავიასპეციალისტის მოწმობის ჩანართს აღიარების შესახებ, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინგლისური ტექსტით. ჩანართში აღინიშნება მოქმედების ვადა. ჩანართს ხელს აწერს სააგენტოს უფლებამოსილი პირი. ჩანართს დაესმის თარიღი და ბეჭედი. (ჩანართის ინგლისური ტექსტი: This certificate, particulars of which below, is hereby validate under Article 1.2.2.1. of Annex 1 of ICAO until “-----------------“. Signature, Head of the CAA. Date.
10. სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით (იკაოს სკალის მიხედვით მინიმუმ მე-4 დონის მაჩვენებლით) ჩაბარების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ ავიასპეციალისტებს: ა) რომლებიც ფლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ გაცემულ მოწმობას და აქვთ ინგლისური ენის ცოდნის მე-5 ან მე-6 დონე (იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით); ბ) რომელთათვისაც ინგლისური ენა არის მშობლიური ენა; გ) რომლებიც შეიძლება გამოიყენონ ერთჯერადი ფრენების განსახორციელებლად. მათ აგრეთვე არ მოეთხოვებათ ამ „წესების“ 30-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალიწინებული მოთხოვნების შესრულება და მოწმობის მონაცემების დადასტურება, მოწმობის გამცემი საავიაციო ხელისუფლების მიერ, ამ „წესების“ №15 დანართის შესაბამისი ფორმით; დ) რომლებიც მხოლოდ საქართველოს არაკონტროლირებად ზონაში შეასრულებენ ფრენებს.“.
„81. ჩანართის გაცემამდე, სააგენტო ადასტურებს მოწმობის, ოსტატობების, უფლებების და სამედიცინო სერტიფიკატის ნამდვილობას (ავთენტიკურობას), მოწმობის გამცემი საავიაციო ხელისუფლებისგან ამ „წესების“ №15 დანართით გათვალისწინებული ფორმით ან №15 დანართის შესაბამისი დოკუმენტით“. „11. სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული პილოტის მოწმობის მფლობელები აღიარებისთვის აბარებენ თეორიულ გამოცდებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებებში, შემდეგ საგნებში: თ.ა) საჰაერო სამართალი; თ.ბ) მეტეოროლოგია; თ.გ) საექსპლუატაციო წესები. 12. მოწმობის ჩანართი შეიძლება შეჩერდეს, შეიზღუდოს ან გაუქმდეს სააგენტოს მიერ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ავიასპეციალისტი ვერ აკმაყოფილებს ამ „წესების“ 30-ე მუხლის მე-8, მე-10 და მე-11 პუნქტების მოთხოვნებს; ბ) ავიასაწარმოს მომართვის საფუძველზე; გ) ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევისას; დ) სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, რომელსაც სააგენტო მიიჩნევს მიზანშეწონილად.“.
„3. სახელმწიფო ავიაციის უწყების ავიასპეციალისტისათვის მოწმობის გაცემა და ოსტატობის განსაზღვრა ხორციელდება ამ წესების 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები