დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 დეკემბრის №21/1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.157.016121 |
|
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 დეკემბრის №21/1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 დეკემბრის №21/1 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2012, სარეგ. კოდი, 190020020.35.157.016104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
| მუხლი 1 |
1.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 დეკემბრის №21/1 დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 დეკემბრის №21/1 დადგენილების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 დეკემბრის №21/1 დადგენილების მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 5251.9 ათასი ლარის ოდენობით
“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 დეკემბრის №21/1 დადგენილების მეხუთე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4160.5 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
5.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 დეკემბრის №21/1 დადგენილების მეშვიდე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5916.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
6.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 დეკემბრის №21/1 დადგენილების მერვე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1425.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა (ხარჯები) 1525.0 ლარის ოდენობით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება (შემოსავლები) 100.0 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
7.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 დეკემბრის №21/1 დადგენილების მეცხრე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
8.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 დეკემბრის №21/1 დადგენილების მეთექვსმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების ღონისძიებები. ა) საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) პროგრამით გათვალისწინებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის, მუნიციპალური და სახელმწიფოებრივი შენობა-ნაგებობების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფა, სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა . ბ) საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) ბიუჯეტის ფარგლებში ერთჯერადად დაფინანსდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს 2012 წლის დეკემბრის თვის კომუნალური ხარჯები. გ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და წყალმომარაგების სისტემის მოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) ბიუჯეტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი 837.7 ათასი ლარიდან 831.9 ათასი ლარით დაფინანსდეს შემდეგი პროექტები:
ხოლო, 31.8 ათასი ლარით დაფინანსდეს სოფელ თონეთში საავტომობილო გზის, ქ. თეთრიწყაროში: ბარათაშვილის, 9 ძმის, არისის, დემეტრაშვილის, ლესელიძის, სამშვილდისა და თბილისის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება. ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მოსახლეობის მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. ბ.ა) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი 837.7 ათასი ლარიდან 5.8 ათასი ლარით დაფინანსდეს: სოფელ ღოუბნის, სოფელ დუმანისის, სოფელ ივანოვკის, სოფელ მარაბდის, სოფელ ქსოვრეთის სასმელი წყლის სისტემის მოწყობის, სოფელ სამღერეთის სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვა. ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება ააიპ - „თეთრიწყარო-წყლის“ დაფინანსება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალსადენების ქსელის რეაბილიტაცია და მათი მოვლა-შენახვა. ბ.ბ) საკანალიზაციო სისტემების მოწყობა რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების გაწმენდა (პროგრამული კოდი 03 02 02) ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია თეთრიწყაროს ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები. ბ.გ) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, მოვლა - შენახვა. ბ.დ) დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისადб ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება, გ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. გ.ა) მიწის აზომვითი და საპროექტო სამუშაოების ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 03) ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწების საკადასტრო აზომვითი ნახაზების - ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. გ. ბ) სკვერებისა და ბაღების, კულტურისა და ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შენობის სათათბირო ოთახის რეაბილიტაცია. გ. გ) ურბანული ტერიტორიის მოწყობა, (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქვემო ქართლის რეგიონში რეგიონალური განვითარების სააგენტოს ფონდის თანადაფინანსებისათვის და სოფლის პროგრამით გათვალისწინებული თანხები. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა. ა) სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში დაფინანსდება 12 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას მიიღებს 400-ზე მეტი ბავშვი. ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სრულად დააფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. ბ) მოსწავლეთა ტრანსპორტირების ხარჯი (პროგრამული კოდი 04 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფელ მაწევნიდან ჩხიკვთის საბაზო სკოლაში, სოფელ ტბისიდან, ფარცხისიდან, არდისუბნიდან ჯორჯიაშვილიდან - ბოგვის საჯარო სკოლაში; სოფელ ალგეთიდან ე.წ. „ნოვი სვეტიდან“ დ.მანგლისის ეკლესიის მიმდებარე დასახლებიდან - მანგლისის საჯარო სკოლაში; ქ.თეთრიწყაროს ნამტვრიანის დასახლებიდან, გარისის ქუჩიდან და ვარხუნოს დასახლებიდან - თეთრიწყაროს №1 და №2 საჯარო სკოლებში; სოფელ ივანოვკიდან -ირაგის საჯარო სკოლაში და სოფელ დაღეთიდან - სამშვილდის საჯარო სკოლაში სულ 370-ზე მეტი მოსწავლის ყოველდღიური ტრანსპორტირების ხარჯები. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „თეთრიწყაროს სპორტული სკოლა“. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ბ.ა) მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 01) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“, სადაც დაცულია 11000 -მდე ექსპონატი. ბ.ბ) კულტურის სახლი (პროგრამული კოდი 05 02 02) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“. ბ.გ) საბიბლიოთეკო გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 02 03) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება“. ბ.დ) სახელოვნებო სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 04) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლა“ და ააიპ „მანგლისის სამუსიკო სკოლა“. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არამხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) ბიუჯეტი ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ააიპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის“ დაფინანსებას. ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) ბიუჯეტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის ერთჯერადი დახმარება. მშობიარეთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და მშობიარობის ხარჯები. ბ.ბ) ხანდაზმულთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) ) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება: სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. ბ.გ) მარჩენალდაკარგულ პირთა და ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 03) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება: ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების თითოეული ბავშვის და უდედმამო ბავშვების ყოველთვიური დახმარება (18 წლამდე), აგრეთვე დედით ან მამით ობოლი ბავშვების (18 წლამდე) ერთჯერადი დახმარება. ბ.დ) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება: დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო ხარჯები. ბ.ე) გადაუდებელი აუცილებლობის, სტიქიის, უბედური და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევებისას ნატურალური თუ ფულადი ფორმით დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება გადაუდებელი აუცილებლობის, სტიქიის, უბედური და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევებისას ნატურალური თუ ფულადი ფორმით დახმარება, კერძოდ, 2012 წლის 22 დეკემბრის №21/1 დადგენილებით დამტკიცებული ბიუჯეტით ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, კერძოდ: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაციიდან 270.0 ათასი ლარი, წყლის სისტემის რეაბილიტაცია-ექსპლოატაციის ხარჯიდან 69.8 ათასი ლარი, სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის სარეაბილიტაციო ხარჯიდან 48.8 ათასი ლარი, სარეზერვო ფონდიდან 40.0 ათასი ლარი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერების შესაძენი თანხიდან 35.0 ათასი ლარი, ჯამში 463.6 ათასი ლარი დროებით, საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო თანხების გამოყოფობამდე, მიმართულ0 იქნეს 24-25 მარტის ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელი სამუშაოების დასაწყებად. ბ.ვ) მეორე მსოფლიო ომისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ან მათთან გათანაბრებულ პირების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება: მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ან მათთან გათანაბრებული პირების გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო ხარჯები. ბ.ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის და იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება: იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 70000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრის გარდაცვალების და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯი.“ |
9.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 დეკემბრის №21/1 დადგენილების მეჩვიდმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები