დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 88 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.038.016168 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №59 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში (სსმ III, 2009 წელი, №22, მუხ. 284) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: |
1.
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე“. |
2.
წესდებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51. დირექტორის მოადგილე 1. დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. 2. დირექტორის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს სასწავლო ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) ახდენს სასწავლო ცენტრში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; დ) დირექტორის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. დირექტორის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.“. |
3.
მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასწავლო ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სასწავლო პროცესის მართვის სამსახური; ბ) ადმინისტრაციული სამსახური; გ) ეკონომიკური სამსახური.“. |
4.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სასწავლო ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები 1. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტოს სისტემის თანამშრომელთათვის სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება; ბ) სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების განრიგის შემუშავება; გ) სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების განხორციელებისათვის მეთოდიკის შერჩევა-გაანალიზება; დ) ტრენერთა ჯგუფის ორგანიზება და მათი საქმიანობის კოორდინირება; ე) ტრენერთა პერიოდული გადამზადების კურსების ორგანიზება; ვ) სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების მონაწილეთათვის ატესტაცია; ზ) სასწავლო ცენტრის ბიბლიოთეკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 2. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სასწავლო ცენტრის ორგანიზაციული, ინფორმაციულ-სტატისტიკური და ანალიტიკური უზრუნველყოფა; ბ) სამართლებრივი საკითხების კოორდინირება; გ) შეხვედრების გამართვის, მასზე განსახილველი საკითხებისა და დღის წესრიგის პროექტების მომზადების ორგანიზება; დ) დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულება; ე) სასწავლო ცენტრში შემოსული კორესპონდენციის დამუშავება; ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ზ) დირექტორთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება; თ) საზოგადოების ინფორმირება სასწავლო ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ; ი) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობა. 3. ეკონომიკური სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სასწავლო ცენტრის ბიუჯეტის და ხარჯთა ნუსხის პროექტის შემუშავება; ბ) სასწავლო ცენტრის ოპერატიული მართვა; გ) ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება; დ) ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია და წარმართვა; ე) კრებსითი ბალანსებისა და ანგარიშების მომზადება; ვ) სასწავლო ცენტრის კომუნალური და მიმდინარე გადასახადების გადახდის უზრუნველყოფა; ზ) სასწავლო ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.“. |
5.
წესდებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71. სამსახურის უფროსი 1. სასწავლო ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. 2. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს მის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურის ძირითადი ამოცანების და ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას. 3. სამსახურის უფროსი ზედამხედველობს და კონტროლს უწევს სასწავლო ცენტრის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს. 4. სამსახურის უფროსი კანონით დადგენილი წესით დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დირექტორისა და დირექტორის მოადგილის წინაშე.”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები