დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 168 (166) -1ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 10/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.51.060.016002 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი 25/06/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.51.060.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) დაიკავა უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობისა) ან ეწევა მასთან შეუთავსებელ საქმიანობას;“.
2. რეგლამენტის მე-9 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
1. უმაღლესი საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება მისი:
ა) სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნის შემთხვევაში;
ბ) დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების ან სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე.
2. უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არჩეული ან დანიშნული იქნა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე და რომელსაც აღნიშნულის საფუძველზე შეუჩერდა უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, გათავისუფლებიდან 1 თვის ვადაში, მისივე მოთხოვნით, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით აღუდგება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება.
3. უმაღლესი საბჭოს წევრის სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს იმავე დადგენილებით მას თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერდება სხვა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევასთან ან დანიშვნასთან დაკავშირებით.
4. მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით აღუდგება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება და მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა
ქ.თბილისი
10.04.2013წ.
№-168 (166) -1ს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები