დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აბაშის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.110.016126 |
|
„აბაშის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „კ" ქვეპუნქტის, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„აბაშის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №35 დადგენილებაში, რომელიც გამოქვეყნებულია სსიპ "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"-ში (09.01.2013 წელს, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.110.016108) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება და შემცირდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაფინანსების ხარჯი 33,1 ათასი ლარით და დამტკიცდეს 671.4 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად დამტკიცებული 704.5 ათასი ლარისა, კერძოდ: – შემცირდეს არაფინანსური აქტივების ზრდა 33,1 ათასი ლარით და დამტკიცდეს 49,2 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად დამტკიცებული 82,3 ათასი ლარისა,მ.შ: შემცირდეს არასაცხოვრებელი შენობების დაფინანსების ხარჯი (საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის რემონტი) 33,1 ათასი ლარით და დამტკიცდეს 40,0 ათასი ლარის ოდენობით (საკრებულოს შენობაში ოთახების, სველი წერტილის, უკანა კიბის უჯრედის და სახურავის სარემონტო სამუშაოებისათვის, ხარჯთაღრიცხვის ჩათვლით), ნაცვლად დამტკიცებული 73,1 ათასი ლარისა; 2. შეტანილ იქნეს ცვლილება და შემცირდეს სარეზერვო ფონდის დაფინანსების ხარჯი 4,0 ათასი ლარით და დამტკიცდეს 5,9 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად დამტკიცებული 9,9 ათასი ლარისა; 3. ზემოაღნიშნული შემცირებული თანხა 37,1 ათასი ლარი მიმართულ იქნეს: ა) გაიზარდოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსების ხარჯი 7,1 ათასი ლარით და დამტკიცდეს 1649,6 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად დამტკიცებული 1642,5 ათასი ლარისა, კერძოდ: – გაიზარდოს ოფისის ხარჯი 1,0 ათასი ლარით და დამტკიცდეს 122,7 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად დამტკიცებული 121,7 ათასი ლარისა, მ.შ: გაიზარდოს საკანცელარიო, საწერ-სახაზავი ქაღალდის, საბუღალტრო ბლანკების, ბიულეტენების და სხვა ანალოგიური მასალების შეძენის ხარჯი 0,5 ათასი ლარით და დამტკიცდეს 13,7 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად დამტკიცებული 13,2 ათასი ლარისა; გაიზარდოს ოფისის ხარჯი, რომელიც არ არის კლასიფიცირებული 0,5 ათასი ლარით და დამტკიცდეს 16,3 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად დამტკიცებული 15,8 ათასი ლარისა. – გაიზარდოს არაფინანსური აქტივების ზრდა 6,1 ათასი ლარით და დამტკიცდეს 146,9 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად დამტკიცებული 140,8 ათასი ლარისა, კერძოდ: გაიზარდოს არასაცხოვრებელი შენობების დაფინანსება 4,5 ათასი ლარით და დამტკიცდეს 130,5 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად დამტკიცებული 126,0 ათასი ლარისა, მ.შ: გაერთიანდეს (გამგეობის ოთახების რემონტის ხარჯი 18,0 ათასი ლარი, გამგეობის შენობაში ოთხი სველი წერტილის სარემონტო სამუშაოები 5,0 ათასი ლარი, გამგეობის შენობის აღმოსავლეთ ფასადზე პარაპეტის მოწყობის და გარეთა კიბის უჯრედის გადახურვის სამუშაოები 3,0 ათასი ლარი) და გაიზარდოს 4,5 ათასი ლარით და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: გამგეობის შენობაში ოთახების, სველი წერტილების და სახურავის სარემონტო სამუშაოები (ხარჯთაღრიცხვის ჩათვლით) და დამტკიცდეს 30,5 ათასი ლარის ოდენობით; გაიზარდოს სხვა მანქანა-დანადგარების და ინვენტარის შეძენის ხარჯი 1,6 ათასი ლარით და დამტკიცდეს 16,4 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად დამტკიცებული 14,8 ათასი ლარისა, მ.შ: გაიზარდოს კომპიუტერის შეძენა 1,6 ათასი ლარით და დამტკიცდეს 13,5 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად დამტკიცებული 11,9 ათასი ლარისა; ბ) გაიზარდოს ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის დაფინანსების ხარჯი (კოდი 0300) 23,0 ათასი ლარით და დამტკიცდეს 607,9 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად დამტკიცებული 584,9 ათასი ლარისა; კერძოდ: – გაიზარდოს მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის ღონისძიებების დაფინანსება (კოდი 0304) 23,0 ათასი ლარით და დამტკიცდეს 521,2 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად დამტკიცებული 498,2 ათასი ლარისა, კერძოდ: გაიზარდოს სკვერების, ფასადების, პარკების, საცხოვრებელი სახლების შიდა ეზოების მოწყობა (კოდი 030401) 23,0 ათასი ლარით და დამტკიცდეს 196,2 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად დამტკიცებული 173,2 ათასი ლარისა (გაიზარდოს საცხოვრებელი სახლების ეზოების ასფალტობეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები (კოდი 03040101) 23,0 ათასი ლარით და დამტკიცდეს 196,2 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად დამტკიცებული 173,2 ათასი ლარისა (გამსახურდიას ქ. №17); გ) გაიზარდოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსების ხარჯი 7,0 ათასი ლარით და დამტკიცდეს 288,7 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად დამტკიცებული 281,7 ათასი ლარისა (კოდი 0600); კერძოდ: – გაიზარდოს მოსახლეობის ერთჯერადი სოციალური დახმარება (კოდი 060613) 3,0 ათასი ლარით და დამტკიცდეს 90,6 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად დამტკიცებული 87,6 ათასი ლარისა; – გაიზარდოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სტაციონარული მომსახურება (კოდი 060614) 4,0 ათასი ლარით და დამტკიცდეს 44,4 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად დამტკიცებული 40,4 ათასი ლარისა; 3. შეტანილ იქნეს ცვლილება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და პროგრამებში, კერძოდ: – მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 0600); მ.შ: მოსახლეობის ჯანმრთელობის სტაციონარული მომსახურება (კოდი 060614) შეტანილ იქნეს ცვლილება: დაფინანსება 701 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში მომსახურების საფასური გადაიხადონ 80%-ით, ნაცვლად დამტკიცებული 70 %-სა. |
| მუხლი 2 |
დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
თავი I
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბალანსი |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 4454,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 260,0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4054,9 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 6.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 140,0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4299.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 533.8 ათასი ლარის ოდენობით:
ა) განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 533.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -378,7 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -378,7 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 378,7 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალსიწინებული გადასახადების დაფინანსების მიზნით აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 5.9 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 140,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქრთველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 60,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" და "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 74,5 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 2,5 ათასი ლარი; დ) „იძულებით გადადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 3,0 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების პრევენციის მიზნით დაგეგმილია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა, სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის შენობისა და კომუნალური პირობების გაუმჯობესება.
1.1. საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა არსებული ტექნიკური ბაზის განახლება და საჭირო სამაშველო და სახანძრო ტექნიკის, აღჭურვილობის შეძენა, სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება.
1.2. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით აბაშის მუნიციპალიტეტიში ხორციელდება რეზერვისტთა და წვევამდელთა გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შიდა სამიმოსვლო გზების მოხრეშვა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების ასფალტო-ბეტონის საფარით და ბავშვთა სათამაშო მოედნების მოწყობა, წყალსაწრეტი არხების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვა, სკვერებისა და პარკების გამწვანება, ასევე ხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1. საგაზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. აბაშაში გზების ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაცია. ასევე პროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტში შიდა სამიმოსვლო გზების მოხრეშვა, (ფრანგიშვილის ქუჩა თავისი ჩიხით გაზის კანტორიდან თავისუფლების ქუჩის გადაკვეთამდე, იპოდრომიდან ფრანგიშვილის ქუჩამდე და ანძამდე, გამსახურდიას I შესახვევი სტადიონიდან კაპანელის ქუჩის გადაკვეთამდე, შუბლაძის ქუჩის გაგრძელება დ. კაჭარავას I შესახვევიდან მდ. ნოღელის მიმართულებით, შუბლაძის ქუჩის ჩიხი, დარასელიას ქუჩა, ნინოშვილის ქუჩის შესახვევი და ჩიხი, თავისუფლების ქუჩის ჩიხი, თამარ მეფის ქუჩის ჩიხი, დ. აღმაშნებელის ქუჩის ჩიხი მარცხნივ, ილიას ქუჩის შესახვევი (ილიას ქუჩისა და სოფ. ნორიოს შემაერთებელი გზა), გამსახურდიას ქუჩის IV შესახვევის ბოლო, ქ. აბაშისა და სოფ. ქოლობნის შემაერთებელი გზა), მოსწორება და დაგრეიდერება; არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის მოვლა-შენარჩუნება. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, ასევე დაგეგმილია სანიაღვრე არხების ამოწმენდა-მოწყობა, სანაგვე ურნების შეძენა.
2.2.1. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ შენობებზე ელგაყვანილობის შეყვანის ხარჯი.
2.2.2. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ნაგვის თანამედროვე კონტეინერების შეძენა, სანიტარიულ-ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესების მიზნით.
2.2.3. საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიება (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალსაწრეტი არხების ამოწმენდა-ამოსუფთავება, მოეწყობა წყალგამტარი მილხიდები (ქ. აბაშაში მ.ბზიავას ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე და კაპანის უბანში).
2.3. კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, ქალაქის ტერიტორიის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება, ნარჩენების გატანა, ქალაქის ტერიტორიაზე მაწანწალა ძაღლების დაჭერა და მისი გადაყვანა თავშესაფარში, ქალაქ აბაშისა და სოფლის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვა და მისი ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები; სკვერებისა და პარკის სეზონური ყვავილებით გაფორმება, მრავალწლიანი წიწვოვანი ხეების დარგვა და მოვლა.
2.3.1. სკვერების, ფასადების, პარკების, საცხოვრებელი სახლების ეზოების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება და მოეწყობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მრავალსართულიან სახლებში შიდა ეზოები (მ.შ. ჩიქოვანის ქ. №2; კილასონიას ქ. №2; თავისუფლების ქ. №25; თავისუფლების ქ. №141-141ა თავისუფლების ქ. №37; თავისუფლების ქ. №68 თავისუფლების ქ. №70; თავისუფლების ქ. №157, გამსახურდიას ქ. №17), რაც გაალამაზებს ქალაქის იერსახეს და შექმნის სასიამოვნო გარემოს მოსახლეობისათვის.
2.3.2. აბაშის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 04 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობა", რომელიც ახორციელებს ქალაქის ტერიტორიის ყოველდღიურ დაგვა-დასუფთავებას, საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლების, ეზოების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლებას, ნაგავსაყრელზე ნაგვის კომპოსტირებას; ზამთრის პერიოდში დიდთოვლობის შემთხვევაში გზებისა და ტროტუარების ჭარბი თოვლისაგან გაწმენდას; ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება; ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება არსებული გამწვანების მოვლა-პატრონობა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება; ქ. აბაშის და სოფლის ტერიტორიების განათება, ქსელისა და სანათი წერტილების ექსპლოატაცია, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა; უნიფორმის შეძენა მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების მიზნით; ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სადღესასწაულო დღეებში ქალაქის გაფორმება სხვადასხვა დეკორაციით.
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და, შესაბამისად, თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მიმდინარე წელს ფინანსდება საბავშო ბაღების ფუნქიონირებისათვის საჭირო ხარჯები.
3.1. სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში სუბსიდირდება ა(ა)იპ "აბაშის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულება"; მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 14 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 380-ზე მეტი ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება შეადგენს 15 ლარს და აღნიშნული თანხით ფინანსდება კვების ხარჯები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს.
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ასევე ფინანსდება ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.
4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და სპორტული ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება; ასევე ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩართვა სკოლისგარეშე სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, სპორტის ცალკეული სახეობების მიხედვით მოსწავლე-სპორტსმენების დაოსტატება, პერსპექტიული ჭაბუკი სპორტსმენების მომზადება, საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის რეზერვის მომზადება.
4.1.1. ა(ა)იპ – აბაშის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის განვითარების ცენტრი (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ა(ა)იპ "აბაშის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის განვითარების ცენტრის" სუბსიდირება, საფეხბურთო ჯგუფების საქართველოს და რეგიონების ჩემპიონატებში მონაწილეობისათვის.
4.1.2. ა(ა)იპ – აბაშის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრი (პროგრამული კოდი 05 01 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ა(ა)იპ "აბაშის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის" სუბსიდირება, სადაც ფუნქციონირებს სპორტული სექციები: ცხენოსნობა, მინდვრის ჰოკეი, ჭადრაკი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, მძლეოსნობა, მაგიდის ჩოგბურთი, ძიუდო, კალათბურთი, რომელიც ხელს შეუწყობს მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა ჩატარებას, პერსპექტიული ჭაბუკი სპორტსმენების საწვრთნელი პროცესის ორგანიზებას და ნაკრები გუნდებისათვის რეზერვის მომზადებას, ეროვნული სახეობების (ცხენოსნობა) განვითარებას.
4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
4.2.1. ა(ა)იპ – აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები; მათ შორის: სადღესასწაულო დღეებში გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები; მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი, ორი მუზეუმი და 7 სოფლის კულტურის სახლი.
4.2.2. ა(ა)იპ – აბაშის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ – "აბაშის ხელოვნების სკოლა", სადაც სწავლობს 180 მოსწავლე, სასწავლო წლის განმავლობაში ერთ მოსწავლეზე გადასახადი შეადგენს 111 ლარს, აღნიშნული თანხა მიმართულია პედაგოგთა ხელფასების დასაფინანსებლად. სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობენ შიდა სასკოლო, რეგიონულ და რესპუბლიკურ კონკურსებში. სკოლა ზრუნავს გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები, დაეხმაროს მათ პროფესიული ორიენტაციის და მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში.
4.2.3. ა(ა)იპ – აბაშის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთ. ბიბლიოთეკა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარი ბიბლიოთეკა; გაერთიანებაში შედის 17 სასოფლო განყოფილება და ერთი მართველი-მთავარი ბიბლიოთეკა, სადაც ხდება ბიბლიოგრაფიული და საინფორმაციული მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდის შევსება, დაკომპლექტება და სრული აღრიცხვა, ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით; 4.2.4. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კულტურის ცენტრის სარეპეტიციო დარბაზის გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობითი სამუშაოები;
4.2.5. ა(ა)იპ – საინფორმაციო მაუწყებელი "აბაშის მაცნე" (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში სუბსიდირდება საინფორმაციო მაუწყებელი "აბაშის მაცნე", რომელიც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის მეტად ინფორმირებას და ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის მეტ გამჭვირვალობას.
4.3. რელიგიური ძეგლების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 05 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ "სასაფლაოების მართვის ცენტრი", რომელიც ახორციელებს აბაშის მუნიციპალიტეტში ქალაქის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოვლა- პატრონობას, სუფთავდება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები, უპატრონო და მიტოვებული საფლავები იწმინდება მწვანე საფარისაგან; ნებაყოფლობითი ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლებელია საფლავების მოვლა; ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის მხარდაჭერის მიზნით ჭყონდიდის ეპარქიის სუბსიდირება.
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელდება, რაც უზრუნველყოფს არამხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
5.1. საზოგადიებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
5.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 06) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
5.2.1. შეზღუდეული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარება (პროგრამული კოდი 06 06 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ოჯახისათვის მატერიალური დახმარების გაწევა (თითოეულზე 100 ლარის ოდენობით, სულ 50 ბენეფიციარი).
5.2.2. ომის ვეტერანების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 06 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ომის მონაწილე ჯანმრთელობაშერყეულ ვეტერანებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსუბუქება (თითოეულზე 100 ლარის ოდენობით, სულ 56 ბენეფიციარი).
5.2.3. დედ-მამით ობოლი ბავშვების ოჯახებზე ერთდროული დამხარება (პროგრამული კოდი 06 06 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვების ოჯახებზე ერთდროული ფულადი დახმარების გაწევა, ყოფითი პირობების გაუმჯობესება (თითოეულზე 200 ლარის ოდენობით, სულ 7 ბენეფიციარი).
5.2.4. სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა უკვდავყოფის ხარჯები (ვეტერანთა სარიტუალო ხარჯი) (პროგრამული კოდი 06 06 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შედეგად გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება (თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (დელეგირებული უფლებამოსილებით).
5.2.5. გარდაცვლილ დევნილთა სარიტუალო ხარჯი (პროგრამული კოდი 06 06 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: გარდაცვლილ დევნილთა ოჯახის წევრებზე სარიტუალო ხარჯებისათვის ერთჯერადი დამხარების გაცემა 150 ლარის ოდენობით (დელეგირებული უფლებამოსილებით).
5.2.6. მესამე და მეტი ახალშობილი მრავალშვილიანი ოჯახისათვის დახმარება (პროგრამული კოდი 06 06 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მრავალშვილიან ოჯახებზე ერთჯერადი დახმარება 200 ლარის ოდენობით.
5.2.7. სოციალურად დაუცველი, მარტოხელა, შეჭირვებული მოსახლეობის უფასო კვება (პროგრამული კოდი 06 06 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა შერჩევა, მომსახურების მიმწოდებელი სუბიექტური პროგრამის ბენეფიცირების ყოველდღიურად ერთჯერადი სადილით უზრუნველყოფა, პროგრამის განხორციელების მონიტორინგი-მართვა (სულ 50 ბენეფიციარი).
5.2.8. სტიქიური უბედურების (ხანძარი, წყალდიდობა და ქარიშხალი) შედეგად დაზარალებულთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 06 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სტიქიური უბედურების (ხანძარი, წყალდიდობა და ქარიშხალი) შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ერთჯერადი დახმარების გაწევა თითოეულზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
5.2.9. 100 წლის და 100-ზე მეტი ასაკის უხუცესთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 06 12) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: 100 წელს მიღწეული მოქალაქის ერთჯერადი დახმარება (თითოეულზე 250 ლარის ოდენობით, სულ 2 ბენეფიციარი).
5.2.10. მოსახლეობის ერთჯერადი სოციალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 06 13) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მოქალაქის ერთჯერადი დამხარება (თითოეულზე 100-დან 500 ლარამდე).
5.2.11. მოსახლეობის ჯანმრთელობის სტაციონარული მომსახურება (პროგრამული კოდი 06 06 14) ქვეპროგრამა მოიცავს მცირეშემოსავლიანი (გადახდისუუნარო) მოსახლეობისათვის სამედიცინო სტაციონარული მომსახურების ხელმისაწვდომობას და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას; მოქალაქეები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზაში (ან არ არიან დარეგისტრირებული), რომელთა სარეიტინგო ქულა სცილდება 70001-ს, ესაჭიროებათ აუცილებელი სამედიცინო-სტაციონარული მკურნალობა, არ გააჩნიათ ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი და არა აქვთ შესაძლებლობა გადაიხადონ მომსახურების საფასური; დაფინანსება 700 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 100%-ით, დაფინანსება 701 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა. |
თავი III
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები