დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 12/04/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.10.003.017244 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში (სსმ, 2006 წელი, მუხლი 1854) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების: ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი - წინასწარი თანხმობა, რომელიც გაიცემა მესამე დანართში მითითებული პრეკურსორების (გარდა სამკურნალო დანიშნულების) იმპორტსა და ექსპორტზე, ექსპორტიორი (იმპორტიორი) ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოსთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.“; ბ) მე-4 მუხლის: ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (აკრძალული და მკაცრად შეზღუდული ნივთიერებების შემთხვევაში), სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (აკრძალული და მკაცრად შეზღუდული პესტიციდების შემთხვევაში) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (პირველ დანართში მითითებული მასალების შემთხვევაში) დასკვნის საფუძველზე.“; ბ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. მე-3 დანართში მითითებული პრეკურსორების (გარდა სამკურნალო დანიშნულების) იმპორტისა და ექსპორტის შემთხვევაში, ნებართვა გაიცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე.“; გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე“ ქვეპუნქტი: „ა.ე) მე-3 დანართში მითითებული პრეკურსორების (გარდა სამკურნალო დანიშნულების) იმპორტისა და ექსპორტის შემთხვევაში ამ დებულების მე-4 მუხლის 21 პუნქტით გათვლისწინებული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი;“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის“ დანართი №3 (პრეკურსორები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პრეკურსორები
დანართი №3
|
| მუხლი 2 |
„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილების ამოქმედებამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს პრეკურსორების (გარდა სამკურნალო დანიშნულების) იმპორტისა და ექსპორტის წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმა და მისი გაცემის წესი. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 12 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები