„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის N303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის N303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016529
122
29/04/2013
ვებგვერდი, 30/04/2013
040030000.22.033.016529
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის N303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №122

2013 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25.05.2011 წ.) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის:

1. მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას;“.

2. მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, პირველი მოადგილე, რომლებსაც, სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასევე სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების უფროსებს.

6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნისას – სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური