დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „TRUSTY BROKER“–ის სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 180 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 10/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
შპს „ TRUSTY BROKER “ - ის სადაზღვევო ბროკერად
რეგისტრაციის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის „ბ“ პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტების, „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №124/01 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. შპს „TRUSTY BROKER“ რეგისტრირებულ იქნეს სადაზღვევო ბროკერად და მიენიჭოს შემდეგი სარეგისტრაციო ნომერი 012017.
2. დაევალოს საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტს სადაზღვევო ბროკერთა სარეგისტრაციო რეესტრში შეიტანოს შპს „TRUSTY BROKER“-ის სარეგისტრაციო მონაცემები.
3. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ო. ნადარაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები