საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალების, ტირაჟების და მიმოქცევაში გაშვების შესახებ

საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალების, ტირაჟების და მიმოქცევაში გაშვების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/84
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 10/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 300010000.22.024.016265
1-1/84
10/04/2013
ვებგვერდი, 17/04/2013
300010000.22.024.016265
საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალების, ტირაჟების და მიმოქცევაში გაშვების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/84

2013 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალების, ტირაჟების და მიმოქცევაში გაშვების შესახებ

„საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზესაქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის 351 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულები პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

1. 2013 წლის 15 აპრილიდან მიმოქცევაში იქნეს გაშვებული საქართველოს საფოსტო მარკები (თან ერთვის 3 ფურცლად):
ა) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - ოთხ მარკიანი მცირე ფურცელი; ავტორი ბ. გულაშვილი; მცირე ფურცლის ტირაჟი - 250000 ცალი; მცირე ფურცლის ზომა 80მმ/85მმ; მცირე ფურცელზე თითოეული მარკის ზომა 32მმ/35მმ, ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი.

მარკების ნომრები და ნომინალები დასახელებების მიხედვით:

498. 1.0 ლ. „ოქროს სამაჯურები (ძვ.წ. V-IV ს)“

499. 2.0 ლ. „ოქროს თასი (ძვ.წ. I-II ს)“

500. 3.0 ლ. „ოქროს ლომის ფიგურა (ძვ.წ. III-IV ს)“

501. 4.0 ლ. „ოქროს საყურეები (ძვ.წ. IV-V ს)“

ბ) ევროპა 2012- ეწვიეთ საქართველოს – თორმეტ მარკიანი მცირე ფურცელი; მცირე ფურცლის ტირაჟი 100000 ცალი; მცირე ფურცლის ზომა 130მმ/130მმ; მცირე ფურცელზე თითოეული მარკის ზომა 30მმ/30მმ. ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი.

მარკების ნომრები და ნომინალები დასახელებების მიხედვით:

502. 3.0 ლ. „გერგეთი“

503. 0.5 ლ. „შავი ზღვის სანაპირო“

504. 0.4 ლ. „ბორჯომი-ხარაგაულის ნაკრძალი“

505. 0.3 ლ. „იმერეთის მღვიმეები“

506. 0.2 ლ. „ბაკურიანი“

507. 0.1 ლ. „თეთნულდი“

508. 0.1 ლ. „კოლხეთის ნაკრძალი“

509. 0.2 ლ. „ალაზნის ველი“

510. 0.3 ლ. „გუდაური“

511. 0.4 ლ. „თუშეთი“

512. 0.5 ლ. „ყელის ტბა“

513. 0.7 ლ. „მაღალმთიანი აჭარა“

ერთი ევრომარკა - გერგეთი“ ტირაჟი 30000 ცალი; მარკის ზომა 30მმ/30მმ; მარკის ნომინალი 3 ლარი. ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი. მარკის №502;

გ) ნიკო ფიროსმანაშვილის დაბადების 150 წელი - ერთი მარკა; ავტორი ბ. გულაშვილი; მარკის ტირაჟ 200000 ცალი; მარკის ზომა 30მმ/40მმ; მარკის ნომინალი 1.8 ლარი. ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი. მარკის №514;
დ) „ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი” - ერთ მარკიანი მცირე ფურცელი. მცირე ფურცლის ტირაჟი 30000 ცალი; მცირე ფურცლის ზომა 130მმ/85მმ; მარკის ზომა 63.5მმ/31.75მმ. მარკის ნომინალი 3 ლარი. ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი. მარკის № 515.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი