დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აუქციონის დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს "მალი XXI" |
| მიღების თარიღი | 12/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საჯარო განცხადება
აუქციონის დანიშვნის შესახებ
2013 წლის 12 აპრილი
სპეციალისტი:
შპს “მალი XXI”–ის (ს/კ 202463342)
დირექტორი ზვიად მირიანაშვილი
მისამართი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 117
ელ ფოსტა: specialist@mali.ge
სადეპოზიტო ანგარიში: GE09CN0000036202176001
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „ბანკი კონსტანტა“–ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
| საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M 012 |
| უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი : ნუნუ კუსრაშვილი, პირადი №40001014687, მცხოვრები: სიღნაღი ს. ბოდბისხევი |
| აუქციონის ჩატარების დრო : 2013 წლის 26 აპრილი 13:00 საათი (საქართველოს დროით). |
| აუქციონის ჩატარების ადგილი : ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი № 117, შპს ”მალი XXI”-ის ოფისი |
| უძრავი ნივთის საწყისი ფასი : 11094,11 აშშ დოლარი და 1833.40 ლარი |
| უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა : რაიონი სიღნაღი, სოფელი ბოდბისხევი, საკადასტრო კოდი: 56.05.47.050 |
| უძრავი ნივთის აღწერა : რაიონი სიღნაღი, სოფელი ბოდბისხევი. ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი: 1500.00 კვ.მ; შენობა ნაგებობის ჩამონათვალი: N1-132 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 56.05.47.050 |
| გარდამავალი უფლებები: აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შედეგად გარდამავალი უფლებები არ წარმოიშობა; |
| აუქციონის პირობები : ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „ბანკი კონსტანტა“), მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს; ბ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა სპეციალისტთან უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია, გაცემული სს „ბანკი კონსტანტას“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის თარიღიდან 30 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის დაწყებამდე, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა; გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის სასურველი ნებისმიერი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. სპეციალისტმა უნდა გამოაცხადოს ბოლო შემოთავაზება სამჯერ და ხმამაღლა. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს; დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღესვე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი. ასეთ შემთხვევაში აუქციონზე გამარჯვებულად ითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზებული თანხა ერთი ბიჯით ჩამორჩებოდა გამარჯვებაჩამორთმეული პირის შეთავაზებას. |
ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს “მალი XXI”, დირექტორი ზვიად მირიანაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები