დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 269 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016182 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებით (140130000.22.034.016081) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „112“-ის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაცია; ბ) ოპერატიული მართვის სამსახური; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; დ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური; ე) მონიტორინგის სამსახური; ვ) საფინანსო და ლოჯისტიკის სამსახური; ზ) ანალიტიკური სამსახური.“. |
2.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაცია: ა) უზრუნველყოფს ,,112“-ის სამართლებრივ მომსახურებას; ბ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს ,,112“-ის საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე; გ) წარმოადგენს ,,112“-ს სასამართლო ორგანოებში; დ) უზრუნველყოფს ,,112“-ის საქმისწარმოებას დადგენილი წესების შესაბამისად; ე) ახორციელებს დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივაციას; ვ) უზრუნველყოფს სხვადასხვა დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და სხვა ადრესატისათვის ,,112“-ის დოკუმენტების გადაცემას; ზ) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად, სამსახურში მიღებისას, კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს კანდიდატთა შერჩევას, ხოლო სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში – შესწავლას და სპეციალურ შემოწმებას; თ) შეისწავლის და ამზადებს მასალებს „112“-ის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალური წოდებების მინიჭებისა და წახალისების შესახებ, აგრეთვე მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ი) ორგანიზებას უწევს „112“-ში სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების გავლას; კ) ამზადებს წინადადებებს „112“-ის სტრუქტურული ერთეულების სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ; ლ) ახორციელებს საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვას; მ) უზრუნველყოფს „112“-ის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას; ნ) ამზადებს დოკუმენტაციას „112“-იდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით; ო) ახორციელებს საარქივო პირადი საქმეების მომზადებას, აღრიცხვას, შენახვას, შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნას და უზრუნველყოფს საარქივო პირადი საქმეების დაცვას; პ) შეიმუშავებს „112“-ის შრომის შინაგანაწესს; ჟ) შეიმუშავებს ,,112“-ის მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს; რ) ახორციელებს ,,112“-ის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მათი საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება-ჩატარების ორგანიზებას; ს) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად უზრუნველყოფს სხვა საკადრო ღონისძიებების განხორციელებას. 2. ოპერატიული მართვის სამსახური: ა) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შეტყობინებების მიღებას, დამუშავებას და შეფასებას; ბ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შეტყობინებებზე შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი სუბიექტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას; გ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა მართვის შესახებ უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებულ მუშაობას; დ) საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების განმახორციელებელი უფლებამოსილი სუბიექტების დანიშნულების ადგილზე მისვლამდე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უწევს მოქალაქეებს პირველად კონსულტაციას; ე) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: ა) უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოებასთან ,,112“-ის ურთიერთობის კოორდინირებას; ბ) შეიმუშავებს წინადადებებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნის შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის შესახებ; გ) ამყარებს ურთიერთობებს დონორ ორგანიზაციებთან; დ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური: ა) უზრუნველყოფს „112“-ში საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას, მის განახლებას და გამართულ ფუნქციონირებას; ბ) უზრუნველყოფს ლოკალური და გლობალური საქსელო კავშირების შექმნას და მათ მდგრად მუშაობას; გ) უზრუნველყოფს „112“-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნისა და განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავებას; დ) უზრუნველყოფს ინფორმაციული დაცვის საშუალებების დანერგვას და მომსახურებას; ე) უზრუნველყოფს „112“-ის მოსამსახურეთა სამუშაო ადგილების (პერიფერიული მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა და საკომუნიკაციო საშუალება) გამართვას და მდგრად მუშაობას; ვ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. მონიტორინგის სამსახური: ა) აკონტროლებს ,,112“-ის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა მომსახურების დადგენილი სტანდარტებისა და წესების დაცვას, აგრეთვე შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს; ბ) ახორციელებს სამსახურებრივ შემოწმებას; გ) უზრუნველყოფს ,,112“-ის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონმდებლობის დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების აღმოფხვრას და პრევენციას; დ) ამზადებს წინადადებებს ,,112“-ის მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების საჭიროების შესახებ და უშუალოდ მონაწილეობს მოსამსახურეთა გადამზადების პროცესში; ე) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 6. საფინანსო და ლოჯისტიკის სამსახური: ა) შეიმუშავებს ,,112“-ის ბიუჯეტსა და ხარჯთა ნუსხის პროექტებს, ადგენს და წარადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს; ბ) ორგანიზაციას უწევს და წარმართავს ,,112“-ის სისტემაში საფინანსო–ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას; გ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს; დ) ორგანიზებას უწევს ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას; ე) ახორციელებს ,,112“-ის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ მატერიალურ–ტექნიკურ უზრუნველყოფას; ვ) შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმას და ორგანიზებას უწევს სახელმწიფო შესყიდვებს; ზ) უზრუნველყოფს მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას; თ) უზრუნველყოფს „112“-ის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას; ი) ახორციელებს „112“-ის მომარაგების ორგანიზებას და წარმართავს ,,112“-ის სამეურნეო საქმიანობას; კ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 7. ანალიტიკური სამსახური: ა) უზრუნველყოფს „112“-ის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ მონაცემების დამუშავებას, ანალიზს და შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას; ბ) იკვლევს „112“-ის მიერ განხორციელებული საქმიანობის სფეროში არსებულ ტენდენციებს; გ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებში ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების შესახებ საზოგადოების ინფორმირების თაობაზე წინადადებების შემუშავებას; დ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები