დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.10.003.017242 |
|
,,პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნტის შესაბამისად, ,,პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N96 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2012, სარეგისტრაციო კოდი 430030000.10.003.016769) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ”. 2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი: ,,მუხლი 21. ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების − პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომში − პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება) მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესი შემდეგნაირად: 1. პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პოტენციალის შენარჩუნებისა და მათი საქმიანობის მიმართულებათა გაფართოების, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით პროფესიულ საგანმანთლებლო დაწესებულებას უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში თანხის გამოყოფის მოთხოვნით მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. 2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების მიღების მოთხოვნისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს სათანადო დასაბუთებასა და გამოსაყოფი თანხის ოდენობას. 3. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის თანხის გამოყოფაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის მუშაობის წესს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით. 5. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში თანხის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის/ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობით გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები