დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13808 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 04/04/2013 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2013 |
ძალაში შესვლის თარიღი | 04/04/2013 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016216 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №13808
2013 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):
ა) მე-2 მუხლის:
ა.ა) 23-ე პუნქტს დემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ“ ქვეპუნქტი:
„ბ.გ) საქონლის X-RAY რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის დანიშნულებით გადაადგილებისას მიეთითება:
ბ.გ.ა) „XRS01“ − გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის ” (სოფ. ადლია) კონტროლის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სტაციონარული სკანერის შემთხვევაში;
ბ.გ.ბ) „XRS02“− საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სტაციონარული სკანერის შემთხვევაში;
ბ.გ.გ) „XRS03”− საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ კონტროლის ზონაში განთავსებული სტაციონარული სკანერის შემთხვევაში;
ბ.გ.დ) „XRS04” − საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სტაციონარული სარკინიგზო სკანერის შემთხვევაში;
ბ.გ.ე) „XRS05“ − საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი და მტკვრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სტაციონარული სარკინიგზო სკანერის შემთხვევაში;
ბ.გ.ვ) „XRS06“ − მობილური სკანერის (ZBV) შემთხვევაში;
ბ.გ.ზ) „XRS07“ − მობილური სკანერის (1213) შემთხვევაში;
ბ.გ.თ) „XRS08“ − მობილური სკანერის (EAGLE M60) შემთხვევაში;“;
ა.ბ) 32-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტები:
„ა.დ) B − როცა სკანირების შედეგად საბაჟო კონტროლის შედეგი დამაკმაყოფილებელია;
ა.ე) C – როცა სკანირების შედეგად საბაჟო კონტროლის შედეგი არადამაკმაყოფილებელია და საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას;“;
ა.გ) 32-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-ე პუნქტი:
„33. საქონლის X-RAY რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის დანიშნულებით გადაადგილებისას, მოწმობის ელექტრონული ფორმატის ფუნქციის – „კონტროლი გადაადგილებისას“ გრაფაში „შემოწმების ადგილი“ საგადასახადო ორგანოს მიერ მიეთითება სკანირების ადგილი, ხოლო სკანირების შედეგად საეჭვო ნივთის (ნივთების) აღმოჩენის შემთხვევაში, ხორციელდება მოწმობის ელექტრონული ფორმატის ფუნქციაში – „კომენტარი” შესაბამისი აღნიშვნა.“;
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2009 წლის 1 აპრილის №843 ბრძანება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაში სკანირების ჯგუფების მიერ ( X-Ray) რენტგენული ინსპექტირების ობიექტების გამოსახულების მიბმის და აღნიშვნების შეტანის შესახებ“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი ლაშა ხუციშვილი
დოკუმენტის კომენტარები