„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის N295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 99
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 05/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016524
99
10/04/2013
ვებგვერდი, 12/04/2013
010320040.22.033.016524
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის N295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №99

2013 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებით (სსმ III, 20.05.2009, №62, მუხლი 694) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს  ცვლილება და II თავი და მე-7 - მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი II

იურიდიული დეპარტამენტი

მუხლი 7. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტის უფროსი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ  2 წლის გამოცდილება);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ I, V და VI თავების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

 ე) უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ  1 წლის გამოცდილება);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ I, V და VI თავების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.

მუხლი 8. კონსულტანტი

 კონსულტანტი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“,  საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ I, V და VI თავების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I-IV და XIV კარების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის  ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.

მუხლი 9. თანაშემწე

 თანაშემწე:

ა) უმაღლესი იურიდიული ან სხვა უმაღლესი განათლება;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III და VI თავების, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საქმისწარმოებასთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები) ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

მუხლი 10. სამართალშემოქმედების სამმართველო

1. სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

 ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას);

გ)საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ I, V და VI თავების, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I-IV კარების,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.

2. მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ I, V და VI თავების, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I-IV კარების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.

3. უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ I, V და VI თავების, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I-IV კარების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.

4. სპეციალისტი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ I, V და VI თავების, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I-IV კარების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

დ) უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.

მუხლი 11. სამართალწარმოების სამმართველო

1. სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის გამოცდილებას);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I-IV და XIV კარების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.

2. მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის გამოცდილებას);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I-IV და XIV კარების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

3. უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის გამოცდილებას);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I-IV და XIV კარების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

4. სპეციალისტი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I-IV და XIV კარების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური