დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებზე მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.129.016084 |
9
04/04/2013
ვებგვერდი, 12/04/2013
010250020.35.129.016084
გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებზე მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებზე მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფის თანდართული წესი (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებზე მოსახლეობაში ინფორმაციის
გავრცელების უზრუნველყოფის წესი |
მუხლი 1.
გარემოსდაცვითი ინფორმაცია |
1.
გარემოსდაცვითი ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას გარემოს ელემენტების შესახებ, ასევე იმ ფაქტორებზე, საქმიანობებსა ან ღონისძიებებზე, რომლებიც მოქმედებენ ან შესაძლოა იმოქმედონ გარემოზე და ინფორმაციას გარემოს ელემენტების ზემოქმედების შესახებ ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. |
2.
საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ზრდა მოიცავს: |
ა)
სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურდებას ადგილობრივი გარემოს დაცვის საკითხებში; |
ბ)
მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას ეკო-პრობლემების დაგეგმარებისა და რეალიზაციის პროცესებში; |
გ)
მოქალაქეთა პირადი საზოგადოებრივი ინიაციტივებს სახელისუფლო დონეზე; |
დ)
მოქალაქეთა ცნობიერებისა და კულტურის დონის ამაღლებას. |
მუხლი 2.
ინფორმაცია გარემოს ელემენტებისა და მათი ურთიერთქმედების შესახებ |
ინფორმაცია გარემოს ელემენტების შესახებ მოიცავს: |
ა)
ნიადაგის, ზედაპირული ან გრუნტის წყლების, ჰაერის მდგომარეობას; |
ბ)
ბიომრავალფეროვნების, მათ შორის გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, მდგომარეობას; |
გ)
ლანდშაფტებისა თუ ბუნებრივი ობიექტების მდგომარეობას და სხვა. |
მუხლი 3.
გარემოსდაცვითი ინფორმაციის აქტიური გავრცელება |
გარემოს დაცვითი ინფორმაციის აქტიური გავრცელება წარმოადგენს საჯარო დაწესებულების მიერ თავისი ინიციატივით ინფორმაციის გავრცელებას. |
მუხლი 4.
ინფორმაციის გავრცელების ფორმა |
ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ გამოიცემა ბეჭდვითი ან ელექტრონული ფორმით. |
მუხლი 5.
ინფორმაციის გავრცელების წესი |
1.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია, განახლებული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ სამ თვეში ერთხელ მიაწოდოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რომელიც მას განათავსებს თვითმმართველი ერთეულის ოფიციალურ ვებგვერდზე. |
2.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განახლებული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ შესაძლოა ექვს თვეში ერთხელ გაავრცელოს ადგილობრივი მასობრივი საშუალებების მეშვეობით. |
3.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები