„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 12/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016109
2-143
12/06/2013
ვებგვერდი, 17/06/2013
010240030.22.032.016109
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-143

2013 წლის 12  ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის  №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  თანახმად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ „საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის №2-51 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/03/2012 სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016063) და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

 დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) მელიორაციის სფეროს განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი;

ბ) მიწის რაციონალურად გამოყენების, ნიადაგის კონსერვაციის, ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასა და ღონისძიებათა განხორციელებისას სახელმწიფო ზედამხედველობაში მონაწილეობა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიხედვით მიწათსარგებლობისა და ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების (ნიადაგის ატლასი) ერთიანი გეოინფორმაციული სისტემის მართვა;

გ) მოქალაქეთა, ასევე სხვადასხვა უწყებათა განცხადებების დროული განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტების დადგენილ ვადაში მომზადება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს უფლებამოსილებამოსილებას განკუთვნილ საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება;“;

ბ) მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მიწათსარგებლობის სამმართველო.“;

გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
გ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) უფლებამოსილების ფარგლებში შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ მმართველი პირის უფლებამოსილების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;“;

გ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ქვეყნის ან ცალკეული რეგიონების მასშტაბით პრიორიტეტულად გასატარებელი სამელიორაციო ღონისძიებების განსაზღვრაში მონაწილეობა;“

გ.დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სახელმწიფო ბიუჯეტით ან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სახელმწიფოს (სამინისტროს) მიერ მოზიდული სახსრებით განსახორციელებელი პრიორიტეტული სამელიორაციო სისტემებისა და ცალკეული ობიექტების განსაზღვრა, შპს „გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიიდან“ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.“;

გ.ე) „ზ“-„ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
გ.ვ) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) კომპეტენციის შესაბამისად სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში და სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;“.

დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. მიწათსარგებლობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გეოინფორმაციული სისტემის დანერგვისათვის წინადადებების შემუშავება და სისტემის ფუნქციონირების ორგანიზება, მათ შორის: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიებისა და სავარგულების მიხედვით მიწათსარგებლობისა და ნიადაგის ხარისხობრივი მახასიათებლების (ნიადაგის ატლასი) ერთიანი მონაცემთა ბანკის შექმნა;

ბ) მიწის რაციონალურად გამოყენებისა და კონსოლიდაციის მიზნით, წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების, საინვესტიციო პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

 გ) ნიადაგურ-კლიმატური პირობების შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სწორი განლაგებისათვის რეკომენდაციების გაცემა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორცილება.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიშალვა ფიფია