საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციას - ინტერპოლს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციას - ინტერპოლს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 225
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 04/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 480140000.08.002.016769
225
04/04/2013
ვებგვერდი, 04/04/2013
480140000.08.002.016769
საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციას - ინტერპოლს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №225

2013 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციას - ინტერპოლს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციას - ინტერპოლს (ინტერპოლი) შორის ინტერპოლის სამგზავრო დოკუმენტის აღიარების შესახებ“ 2013 წლის 14 მარტს ხელმოწერილი შეთანხმება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი