დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-155 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.032.016116 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/06/2013 - 20/02/2015)
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთვრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 2 თებერვლის №2-25 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალურ აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით. |
მუხლი 2.
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები |
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზება; გ) სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა საკონტროლო დავალებების შესრულება; დ) მინისტრის მიერ შექმნილი კომისიებისა და საბჭოების სხდომების მომზადების უზრუნველყოფა და ოქმების შედგენა; ე) პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება; ვ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება; ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის არქივის წარმოება; თ) ერთიანი საქმისწარმოებისა და საიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ი) სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის და სამობილიზაციო გეგმის მომზადება; კ) ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკის შემუშავება და მისი დანერგვის უზრუნველყოფა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოების კომპიუტერული ტექნიკის ქსელების შეუფერხებელი მუშაობისა და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა; ლ) სამინისტროს მიერ ნაკისრ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზი და მონიტორინგი; მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება. |
მუხლი 3.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა |
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანანმდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებაზე; ბ) ასრულებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დაწესებულ მოთხოვნებს; გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) აკონტროლებს დეპარტამენტის საქმისწარმოებას; ე) ზედამხედველობს და ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; ვ) მონაწილეობს თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებაში; ზ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მიმდინარე დავალებების შესრულებას და ანაწილებს ამ დავალებებს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის; თ) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანების შესრულებისათვის; ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ლ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებებს. 4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მითითებებს და დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან; ბ) დეპარტამენტის უფროსის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას; გ) პასუხისმგებელია მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე; დ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განაწილებაში; ე) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ვ) მინისტრის, მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 6. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 7. სამმართველოს უფროსი: ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ორგანიზაციას უწევს სამმართველოს მუშაობას, ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის და პასუხისმგებელია სამმართველოს მუშაობაზე; გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრვი მოვალეობების შესრულებაზე; დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციებს თანამშრომელთა შორის, აკონტროლებს მათ შესრულებას და, ასევე, პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული დავალებების სწორ შესრულებაზე; ე) პასუხისმგებელია სამმართველოში მომზადებულ მასალაზე და უკეთებს ვიზირებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებასა და საქმისწარმოების დადგენილი წესების დაცვას; ზ) მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; თ) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სამმართველოს თანამშრომელთა დანიშვნის, განთავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ან წახალისების შესახებ; ი) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 8. სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე; ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან; გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში. |
მუხლი 4.
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები |
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; ბ) საქმისწარმოების სამმართველო; გ) ინფორმაციული უზრუნველყოფის და ქსელების სამმართველო; დ) სამეურნეო და ლოჯისტიკის სამმართველო; ე) პროტოკოლის სამმართველო. |
მუხლი 5.
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპენტენცია |
1. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და საკადრო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეთა შერჩევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი პრინციპების მიხედვით, მათი განაწილება და დასაქმების კოორდინაცია; გ) კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის, დაწინაურების) გათავისუფლების, დისციპლინური გადაცდომების, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადება; დ) თანამშრომელთა წახალისების, პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცედურების დაგეგმვა და ხელშეწყობა; ე) სამინისტროში სხვა დაწესებულებიდან ან/და ორგანიზაციიდან შემოსული იმ კორესპონდენციის განხილვა და მათი განაწილების ადმინისტრირება, რომელიც შეეხება ტრენინგებს, სემინარებსა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ვ) სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობა კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხებზე; ზ) ტერიტორიული ორგანოების ფუნქციებისა და მოვალეობების გათვალისწინებით, სტრუქტურულ-ორგანიზაციული და საშტატო ოპტიმიზაცია; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროში ატესტაციისა და კონკურსის ორგანიზება; ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორული ორგანოების თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება; კ) სამინისტროში სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა; ლ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; მ) საგანგებო სიტუაციების, მობილიზაციის რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია; ნ) სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება; ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 2. საქმისწარმოების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) საქმისწარმოების ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი; ბ) კორესპონდენციის მიღება, დამუშავება და რეგისტრაცია; გ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების და წინადადებების მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია და მათზე რეაგირების კონტროლი; დ) რეზოლუციების შესაბამისად, დოკუმენტაციის გამრავლება-გადანაწილების უზრუნველყოფა; ე) მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებების გაფორმება, რეგისტრაცია და გაგზავნა; ვ) კორესპონდენციის საექსპედიციო დამუშავება და დაგზავნა; ზ) საქმეთა ფორმირება და სამინისტროს საუწყებო არქივისათვის ჩასაბარებლად მომზადება; თ) სამინისტროს ბლანკების, საქმისწარმოების საჭირო ბეჭდების, შტამპების ნიმუშების შემუშავება და მათი შენახვისა და გამოყენების კონტროლი; ი) სამინისტროში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებების (თათბირების) ჩატარების ორგანიზება, ოქმის გაფორმება და კონტროლის განხორციელება საოქმო გადაწყვეტილების დროულ შესრულებაზე; კ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ასევე, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებების შესრულების კონტროლი; ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 3. ინფორმაციული უზრუნველყოფის და ქსელების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სამინისტროსათვის ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკის შემუშავება და მისი დანერგვის უზრუნველყოფა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში; ბ) კომპიუტერული ტექნიკის ქსელების შეუფერხებელი მუშაობისა და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა; გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისთვის და ტერიტორიული ორგანოების საჭირო პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის და ვებსერვერის ტექნიკური უზრუნველყოფა და არსებული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება; დ) სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლება და მათზე მონიტორინგის წარმოების უზრუნველყოფა; ე) აქტიური მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის დაცული ქსელების წარმოებაში; ვ) სამინისტროში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირებისა და მართვის უზრუნველყოფა, ამასთან, მისი შიდა და გარე ქსელური პერიმეტრის დაცვა; ზ) საჭიროების შემთხვევაში, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სამინისტროს თანამშრომელთათვის კომპიუტერულ ტექნიკასთან, კომპიუტერულ პროგრამებსა და ინტერნეტთან მუშაობასთან დაკავშირებით; თ) არსებული სერვისების მხარდაჭერისა და ახალი ინოვაციური მომსახურების დანერგვის, მონაცემთა უწყვეტობისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ი) სამინისტროში როგორც პროგრამული, ასევე კავშირგაბმულობისა და ტექნიკური მომსახურების უზრუნვეყოფა. 4. სამეურნეო და ლოჯისტიკის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა; ბ) სამინისტროს თანამშრომელთათვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მომარაგება/განაწილება საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარითა და ნივთებით; დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, სამინისტროს თანამშრომელთა სამსახურებრივი ავტომანქანებით მომსახურების უზრუნველყოფა და მათი აღრიცხვა; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროს საწვავით უზრუნველყოფა, სათადარიგო ნაწილების გაცემა, ჩამოწერა და აღრიცხვა; თ) სასაწყობე მეურნეობის სწორად აღრიცხვა და წარმართვა, საკანცელარიო საქონლის ხარჯვის კოორდინაცია და კონტროლის განხორციელება; ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატის დამხმარე მოსამსახურეების ზედამხედველობა და კონტროლი; კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს მიერ ნაკისრ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზი და მონიტორინგი; ლ) ხელშეკრულებების ანალიზის საფუძველზე, დასკვნების შემუშავება და წინადადებების მომზადება განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 5. პროტოკოლის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სხვა თანამდებობის პირთათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება და საპროტოკოლო ღონისძიების გატარება; ბ) უცხოეთის დელეგაციებისა და სპეციალისტების საქართველოში და ქართული დელეგაციების უცხოეთში ვიზიტის პროგრამის დადგენა და შემუშავება, პროგრამის შესრულებაზე კონტროლი, სამინისტროში მიღებების ორგანიზება და შეხვედრების ოქმის სათანადოდ გაფორმების უზრუნველყოფა; გ) მინისტრის მოწვევით სამთავრობო და სხვა სახის დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადება (საჭიროების შემთხვევაში მათი განთავსება, ტრანსპორტირება) ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება და უცხოეთის დელეგაციებისა და სპეციალისტთა ვიზიტების დაგეგმვა და აღრიცხვა; დ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება, პროგრამის დადგენა, სათანადო ხელმოსაწერი დოკუმენტების მომზადება-გაფორმება; ე) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება და ოფიციალური შეხვედრების) ორგანიზება; ვ) თავისი საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისათვის, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, უცხო ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა; ზ) კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს თანამშრომელთა სამსახურებრივი პასპორტებით და სავიზო მომსახურებით უზრუნველყოფა; თ) სამსახურებრივი პასპორტების მქონე სამინისტროს თანამშრომელთა სავიზო მომსახურების ორგანიზება; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები