სს „ბიოქიმფარმი“-ს მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სს „ბიოქიმფარმი“-ს მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15/04/2013
დოკუმენტის მიმღები სს"ბიოქიმფარმი"
მიღების თარიღი 04/04/2013
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
15/04/2013
04/04/2013
ვებგვერდი, 05/04/2013
სს „ბიოქიმფარმი“-ს მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს"ბიოქიმფარმი"

 

 

განცხადება

სს „ბიოქიმფარმის” მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

„ მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სს „ ბიოქიმფარმის“ სამეთვალყურე საბჭო იწვევს სს-ს აქციონერების მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2013 წლის 23 აპრილს, დღის 12 საათზე. მისამართი: ქ. თბილისი, გოთუას ქ. 3. კენჭისყრის ფორმა: დამსწრე აქციონერების მიერ კენჭისყრა ღია ფორმით – ხელის აწევით. სამეთვალყურეო საბჭომ სააღრიცხვო თარიღად დაადგინა 2013 წლის 2 აპრილი.

 

კრების დღის წესრიგი:

1. წლიური ანგარიში.

2. სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცება.

3. სამეურნეო მდგომარეობის შესახებ ანგარიში.

4. წმინდა მოგების განაწილების შესახებ წინადადებები.

5. დირექტორის ანგარიშის დამტკიცება.

 

აქციონერს  2013 წლის 13 აპრილიდან 10- სთ- დან 17 სთ- მდე შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება. აქციონერმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა. მისამართი: სს „ ბიოქიმფარმის“ ოფისი, ლ. გოთუას ქ. 3, ქ. თბილისი.

საერთო კრებაში მონაწილეობის და ხმის უფლება აქციონერმა უნდა დაამტკიცოს კრებაზე თავისი აქციის წარდგენით ან, თუ აქცია არაა გაცემული, კანონით დაშვებული სხვა მოწმობის საფუძველზე. წარმომადგენლობა დასაშვებია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

 

სს „ ბიოქიმფარმის” დირექტორი   ა. ღოლიჯაშვილი