`ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ~ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

`ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ~ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 03/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016064
3
03/04/2013
ვებგვერდი, 04/04/2013
300280000.16.009.016064
`ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ~ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №3

2013 წლის 3 აპრილი

ქ. ქუთაისი

 

,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის  2013 წლის 28 მარტის  №299  და 2013 წლის 29 მარტის №300 განკარგულებებით მოწონებულ იქნა, შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და სს ენერგო-პრო ჯორჯიას” შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი  და საქართველოს მთავრობას, სს საპარტნიორო ფონდს”, ღია სააქციო საზოგადოება ინტერ რაო ეეს”-ს, სს თელასს”, შპს მტკვარი ენერგეტიკას”, სს ხრამჰესი-1”-სა და სს”ხრამჰესი-2”-ს შორის დასადები მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმების თანახმად, ელექტროენერგიის ტარიფები უმცირდებათ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს (მოსახლეობა), რომლებიც მოიხმარენ 101 კვტსთ - ის ჩათვლით ელექტროენერგიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:


მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, №175, მუხ. 1791)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 
1. მე- 8 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სს „თელასის“  განაწილების ზღვრული ტარიფები

 სს „თელასის“ ელექტროენერგიის განაწილების ზღვრული ტარიფები   ძაბვების მიხედვით:

ძაბვის საფეხური

2013 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

2017 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

220-380 ვოლტი (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი)

8,08 თეთრი/კვტსთ;

 

8,08 თეთრი/კვტსთ;

 

220/380 ვოლტი  (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი საშუალოდ)

6,855  თეთრი/კვტსთ;

8,08 თეთრი/კვტსთ;

6-10 კილოვოლტი

7,138  თეთრი/კვტსთ;

7,138  თეთრი/კვტსთ;

35-110 კილოვოლტი 

1,8 თეთრი/კვტსთ.

1,8 თეთრი/კვტსთ“.

 

2. 91   მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

 „მუხლი 91. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” ელექტროენერგიის განაწილების ზღვრული ტარიფები  2013 წლის 1  აპრილიდან   2014  წლის 1 სექტემბრამდე ძაბვების მიხედვით:

ა)

220-380 ვოლტი (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი)

_

8,08 თეთრი/კვტსთ;

 

ბ)

220-380 ვოლტი (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი საშუალოდ)

_

5,036 თეთრი/კვტსთ;

 

გ)

6-10 კილოვოლტი

_

4,488 თეთრი/კვტსთ;

დ)

35-110 კილოვოლტი

_

2,794 თეთრი/კვტსთ.”

 

3. მე-10 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. სს „თელასის“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები

1.   სს „თელასის“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები  ძაბვების მიხედვით:

ძაბვის საფეხური

2013 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

2017 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

220-380 ვოლტი (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი)

13,56 თეთრი/კვტსთ;

 

13,56 თეთრი/კვტსთ;

 

6-10 კილოვოლტი

12,618  თეთრი/კვტსთ;

12,618  თეთრი/კვტსთ;

35-110 კილოვოლტი 

7,28 თეთრი/კვტსთ.

7,28 თეთრი/კვტსთ.

2. მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის(მოსახლეობისათვის), რომლებიც წარმოადგენენ სს „თელასის“ აბონენტებს 220/380 ვოლტ ძაბვაზე, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):

მოხმარების საფეხური

2013 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

2017 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

101 კვტსთ-ის ჩათვლით

 

8,034   თეთრი/კვტსთ;

11,424   თეთრი/კვტსთ;

101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით

    10,56 თეთრი/კვტსთ;

  13,56 თეთრი/კვტსთ;

301 კვტსთ-დან და მეტი

    14,998  თეთრი/კვტსთ.

 

  14,998  თეთრი/კვტსთ“.

 

4. 111 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  111. სს „ენერგო-პრო  ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები 2013 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე 

1. სს „ენერგო-პრო  ჯორჯიას“  მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები ძაბვების მიხედვით:            

ა)    220-380 ვოლტი (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი) – 13,56  თეთრი/კვტსთ;

ბ)   6-10 კილოვოლტი  –   9,968   თეთრი/კვტსთ;

გ)   35-110  კილოვოლტი  –    8,274     თეთრი/კვტსთ.

2.მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში (სს„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისათვის) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის(მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):

ა) 101 კვტსთ-ის ჩათვლით  -   7,63   თეთრი/კვტსთ;

 ბ)101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით  - 11,00  თეთრი/კვტსთ;

გ) 301 კვტსთ-დან და მეტი  -  14,83  თეთრი/კვტსთ.”

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს  2013 წლის 1 აპრილიდან.

თავმჯდომარეგურამ ჩალაგაშვილი
კომისიის წევრიმაია ნადირაძე
კომისიის წევრიზურაბ გაბელაია
კომისიის წევრისერგო მესხი
კომისიის წევრიგოჩა შონია