დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.150.016043 |
|
„ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №17 დადგენილებაში (სსმ, 19, 01/09/2010, 010.250.020.35.150.000.518) ცვლილების შეტანის შესახებ
|
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ახალგორის მუნიციპალიტეტის საორგანიზაციო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 24 აგვისტოს №17 დადგენილებაში (სსმ, 19, 01/09/2010, 010.250.020.35.150.000.518) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების პირველი მუხლიდან ამოღებულ იქნეს მისი ბოლო წინადადება „მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას“; ბ) დებულების მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტში სიტყვები „კადრების განყოფილება“ შეიცვალოს სიტყვებით „საინფორმაციო განყოფილება“; გ) დებულების მესამე მუხლიდან მთლიანად იქნეს ამოღებული მონაკვეთი „სამსახური დადგენილი წესით საკადრო პოლიტიკის სფეროში უზრუნველყოფს“ „ა“ ქვეპუნქტიდან „მ“ ქვეპუნქტის ჩათვლით. დ) დებულებას მესამე მუხლის შემდეგ დაემატოს მეოთხე მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სამსახურის საინფორმაციო განყოფილების ფუნქციები სამსახურის საინფორმაციო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას; ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით მიღებული საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებას; გ) ინიციირებული საკრებულოს დადგენილებების პროექტების, საკრებულოს დღის წესრიგის პროექტის გამოქვეყნებას; დ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას; ე) გამგეობის საქმიანობის ანგარიშების გამოქვეყნებას; ვ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას; ზ) საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის პრესკონფერენციების ჩატარებას, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას, მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან; თ) ჟურნალისტების აკრედიტაციას საკრებულოსა და გამგეობაში; ი) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას; კ) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას; ლ) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული მართვის ორგანოებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას; მ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; ნ) საინფორმაციო განყოფილებასთან გათვალისწინებულია უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – მთავარი სპეციალისტი.". ე) დებულებიდან ამოღებული იქნას მეხუთე მუხლი – „5. კადრების განყოფილების ფუნქციები“ მთლიანად ვ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლი „საინფორმაციო სფეროში საჯარო მოხელის ფუნქციები“ მთლიანად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები