დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივლისის N10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.150.016041 |
|
„ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივლისის №10 დადგენილებაში (სსმ,3.30.07.2010, 010260020.35.150.000040) ცვლილებების შეტანის შესახებ
|
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 22-ე მუხლების საფუძველზე, შეტანილ იქნეს ცვლილება „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივლისის №10 დადგენილებაში (სსმ,3.30.07.2010, 010260020.35.150.000040), აღნიშნული დადგენილების მე-12 მუხლს (გამგეობის სტრუქტურული ერთეულები) დაემატოს კადრების სამსახური და დადგენილების მეთორმეტე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საორგანიზაციო სამსახური; ბ) კადრების სამსახური; გ) იურიდიული სამსახური; დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური; ე) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; ვ) ქონების მართვის, სტატისტიკისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური; ზ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; თ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური; ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები