“ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის შრომის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2013 წლის 29 მარტის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

“ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის შრომის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2013 წლის 29 მარტის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (ისნის რაიონის გამგეობა)
მიღების თარიღი 03/04/2013
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის რაიონის გამგებლის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260030.53.101.016016
3
03/04/2013
ვებგვერდი, 10/04/2013
010260030.53.101.016016
“ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის შრომის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2013 წლის 29 მარტის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (ისნის რაიონის გამგეობა)
 

ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის

ბრძანება №3

2013 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის შრომის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2013 წლის 29 მარტის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ

1. „ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის შრომის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2013 წლის 29 მარტის №2 ბრძანებით დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე

ყოველდღიური სამუშო დროის დამთავრების შემდეგ

დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი

 გამგეობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, გამგეობის მოსამსახურეს შეუძლია დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნა, როგორც გამონაკლისი, მხოლოდ ცალკეული მოსამსახურეთათვის გადაუდებელი, წინასწარ გაუთვალისწინებელი სამუშაოების არსებობის შემთხვევაში, ან როცა აუცილებელია დასრულებულ იქნეს დაწყებული სამუშაო, რომელიც ვერ დამთავრდებოდა დადგენილი სამუშაო დროის განმავლობაში წარმოების ტექნიკური პირობების გამო და რომელთა დროულად შესრულებაზე დამოკიდებულია გამგეობის მუშაობა.’’.

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოფიციალურად გაცნობა ნიშნავს იმ მოსამსახურის მიერ, რომელსაც ეხება აქტი, ხელმოწერით მითითება გავეცანი.’’.

გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

1. სამსახურში არყოფნის ან შესაძლო დაგვიანების შემთხვევაში გამგეობის მოსამსახურემ ამის შესახებ თავის უშუალო უფროსს უნდა აცნობოს სულ ცოტა ერთი დღით ადრე. შეტყობინება შეიძლება მოხდეს შემდგომ, თუ არსებობს საპატიო მიზეზი.

2. ერთი თვის განმავლობაში მოსამსახურის სამი და მეტი არასაპატიო მიზეზით დაგვიანება იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებას.

3. სამსახურში დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია წარუდგინოს უშუალო უფროსს მოხსენებითი ბარათი დაგვიანების მიზეზის შესახებ’’.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელითორნიკე ხუციშვილი