ერთობლივი კომუნიკე „სეიშელის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“

ერთობლივი კომუნიკე „სეიშელის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 186/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2013
ძალაში შესვლის თარიღი 15/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016181
186/1
15/03/2013
ვებგვერდი, 11/04/2013
480610000.03.030.016181
ერთობლივი კომუნიკე „სეიშელის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ერთობლივი კომუნიკე

საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ


 

საქართველომ  და სეიშელის რესპუბლიკამ, ხელმძღვანელობენ რა საერთო სურვილით განავითარონ და გააძლიერონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები ელჩების დონეზე და დაამყარეს საკონსულო ურთიერთობები წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან.

 

ორივე სახელმწიფოს განზრახული აქვს გამოხატოს თავისი რწმენა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და ელჩების გაცვლა ორ ქვეყანას შორის შეესაბამება თავიანთ ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და საყოველთაო მშვიდობის გაძლიერებას.

 

საქართველო და სეიშელის რესპუბლიკა, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის სხვა ფუნდამენტური ნორმებით, თანხმდებიან, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობების, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენული სახელმწიფოების საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.

 

ორივე სახელმწიფო თანხმდება, რომ დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილს ხელმოწერილი „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილს ხელმოწერილი „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის შესაბამისად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელმომწერმა პირებმა, სათანადოდ უფლებამოსილებმა თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე ერთობლივ კომუნიკეს ინგლისურ და ქართულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტიკურია. 

 

 

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2013 წლის 15 მარტს.

 

 

საქართველოს სახელით

 

______________________

 

 

მისი აღმატებულება ბატონი

ვახტანგ მახარობლიშვილი

სეიშელის რესპუბლიკის სახელით

 

______________________

 

 

მისი აღმატებულება ქალბატონი

მარი-ლუის პოტერი