„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/04/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 20/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016120
24
05/04/2013
ვებგვერდი, 08/04/2013
010260020.35.112.016120
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2013 წლის 5 აპრილი

ქ. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №22 დადგენილებაში (სსმ №16, 25.08.2010 მუხ.445 გვ.156) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“       

2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად."

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულება“

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახური“

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.“

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვა, მათი პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალურ უფლებათა დაცვა;“

7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის  „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 4.  სამსახურის შემადგენლობა

    სამსახურის შემადგენლობაში შედის:

  1. სამსახურის უფროსი;

  2.  ვეტერანთა საქმეების განყოფილების უფროსი;

  3. სამსახურის თანამშრომლები.“

9. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3.  განყოფილების უფროსი:

ა) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;

ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;

დ) სამსახურის უფროსს აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს;

ე) წარმოადგენს განყოფილებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, განყოფილების სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს;

ვ) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე;

ზ) განყოფილების უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი.“

10. დადგენილებით დამტკიცებული დებულების V თავი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიგინეიშვილი