დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 495-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380000000.05.001.016921 |
|
მუხლი 1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პრეამბულის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. წიაღის მოპოვება არის უშუალოდ ლიცენზიის მფლობელის ან დაქირავებული სუბიექტის მიერ ლიცენზიის მფლობელის სახსრებით განხორციელებული საბადოს დამუშავების შედეგად გარკვეული ოდენობის წიაღისეულის მოხმარება მისი პირდაპირი ან გადამუშავების შემდეგ რეალიზაციის მიზნით, საბადოს დამუშავების ხარჯების გაღებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელების გადახდით.“. 2. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდი 1. წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდს შეადგენს საქართველოს ტერიტორიაზე, მის კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული წიაღი, მიუხედავად იმისა, ხდებოდა, ხდება თუ მოხდება წიაღით სარგებლობა. 2. წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 4. წიაღისეულის ჯგუფები ეკონომიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით, წიაღისეული იყოფა განსაკუთრებული სახელმწიფო, სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ჯგუფებად, რომელთა განსაზღვრის წესსა და ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. 3. მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ლიცენზიას არ საჭიროებს რეგიონალური, გეოლოგიური და გეოფიზიკური, გეოლოგიური აგეგმვის, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა სამუშაოების შესრულება, რომლებიც გამიზნულია წიაღის საერთო შესწავლის, მიწისძვრის პროგნოზირებისა და ვულკანური პროცესების კვლევის, გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის შექმნისა და გაძღოლის, მიწისქვეშა წყლების რეჟიმის კონტროლისათვის, აგრეთვე ყველა სხვა საქმიანობა, რომლებიც არ იწვევს წიაღის მთლიანობის არსებით დარღვევას. წიაღით ასეთი სახის სარგებლობა ექვემდებარება ამ კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად აღრიცხვას.“. 5. მე-7 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამთო მინაკუთვნი არის ლიცენზიით სივრცობრივად განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება. სამთო მინაკუთვნი ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად მასთან ერთად გაიცემა.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აკრძალულია წიაღით სარგებლობა სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის ფარგლების გარეთ.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნების საზღვრებს ადგენს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო.“. 6. მე-8 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებულ წიაღით სარგებლობის ობიექტებს წიაღით სარგებლობის სახეობების მიხედვით უწესდებათ მიწის მინაკუთვნი, რომელიც გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველსაყოფად. მიწის მინაკუთვნი მოიცავს დასამუშავებელ საბადოს, მასთან დაკავშირებული წიაღისეულის საწყობებს, ფუჭი ქანის სანაყაროებს, აგრეთვე კუდებისა თუ სხვა ნარჩენების განთავსების ადგილებს და განეკუთვნება სარეკულტივაციო მიწებს. კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით მიწის მინაკუთვნის დაწესების და მისი ზომების განსაზღვრის საკითხს განიხილავს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო. დაწესებული მიწის მინაკუთვნი, როგორც წიაღის ფონდის მიწები, შეიტანება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის წესის შესაბამისად და აღირიცხება საჯარო რეესტრში. წიაღის ფონდის მიწებზე შეიძლება წარმოებდეს ან დროებით არ წარმოებდეს წიაღით სარგებლობა. ამ კანონის 39-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია ტექნოგენური საბადოთი დაფარული მიწის ფართობების განაშენიანება, ხოლო წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტების დროებითი განაშენიანება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროის მოცემულ მონაკვეთში ისინი არ გამოიყენება წიაღით სარგებლობისათვის. იმ შემთხვევაში, როცა რომელიმე ობიექტზე ან ობიექტის ნაწილზე ჯერ არ დაწყებულა წიაღით სარგებლობა, შესაძლებელია მიწის შესაბამისი ფართობით სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა 1 წლამდე ვადით, ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აკრძალულია წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან (შემდგომ – სამინისტრო) შეთანხმების, ხოლო ლიცენზირებული ობიექტის შემთხვევაში – აგრეთვე ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმების გარეშე. 2. მიწის მინაკუთვნის ზომებს და მისი გამოყენების პირობებს კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით განსაზღვრავს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. წიაღით სარგებლობის დასრულებისას ან წიაღით სარგებლობის სხვა მიზეზით შეწყვეტისას, თუ არ არსებობს წიაღით შემდგომი სარგებლობის პერსპექტივა, სარეკულტივაციო სამუშაოების ჩატარება ეკისრება წიაღით მოსარგებლეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 7. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზირების საკითხები რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“; ბ) მე-2–მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ნებადართულია ერთდროულად წიაღით სხვადასხვა სახის სარგებლობის (შესწავლა, დამუშავება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავება, სამთამადნო და მასთან დაკავშირებული მრეწველობის ნარჩენების გადამუშავება და ა. შ.) ლიცენზიის გაცემა.“; დ) მე-9 და მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. სასარგებლო წიაღისეულის ერთი საბადო წიაღით რამდენიმე მოსარგებლემ უნდა დაამუშაოს შეთანხმებული ტექნოლოგიური სქემით, რომელიც გამორიცხავს მის არარაციონალურ გამოყენებას. აღნიშნული პირობები ლიცენზიის გამცემის მიერ ფიქსირდება ლიცენზიაში და არის სალიცენზიო პირობა. თუ დადგენილი წესით ლიცენზიის ნაწილის გადაცემისას ან წიაღით სარგებლობისას გამოვლინდება ერთიანი ტექნოლოგიური სქემით წიაღით სარგებლობის აუცილებლობა, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს განუსაზღვროს შეთანხმებული ტექნოლოგიური სქემის გონივრულ ვადაში წარმოდგენის ვალდებულება. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ტექნოლოგიური სქემის არსებობისას წიაღით მოსარგებლეთა კოორდინაცია ან ტექნოლოგიური სქემით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, მათი შეთანხმების საფუძველზე, დააკისროს ლიცენზიის მფლობელებს ან ერთ-ერთ მფლობელს.“; ვ) მე-14–მე-16 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 8. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ლიცენზიის ვადები განისაზღვრება წიაღით სარგებლობის სახეების მიხედვით: ა) ენერგეტიკული დანიშნულების წიაღისეულისათვის – 45 წლამდე; ბ) შავი და ფერადი ლითონების მადნებისათვის – 40 წლამდე; გ) სამშენებლო მასალებისათვის – 30 წლამდე; დ) სხვა არამადნეული წიაღისეულისათვის – 30 წლამდე; ე) მიწისქვეშა წყლებისათვის და ბუნებრივი არასაწვავი აირებისათვის – 25 წლამდე; ვ) წიაღისეულის მოპოვებასთან დაუკავშირებელი ნაგებობების მშენებლობისათვის – 45 წლამდე; ზ) წიაღის შესწავლისათვის – 5 წლამდე.“; გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 9. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წიაღით მოსარგებლე შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი.“. 10. მე-12 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მიმართოს ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესაცვლელად, თუ წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 11. მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. წიაღით მოსარგებლის მოვალეობები 1. წიაღით მოსარგებლე ვალდებულია: ა) ისარგებლოს წიაღით მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებისათვის; ბ) უზრუნველყოს წიაღისეული რესურსების რაციონალური და კომპლექსური გამოყენება, გარემოსა და წიაღის დაცვა; გ) განუხრელად დაიცვას სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების წესები; დ) უზრუნველყოს წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წარმოებისას წიაღის, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, ტყის, დაცული ტერიტორიების, ისტორიისა და კულტურის ძეგლებისა და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა დადგენილი ნორმების მიხედვით; ე) შეისწავლოს წიაღი კომპლექსურად, უზრუნველყოს შესაბამისი გეოლოგიური, სამარკშეიდერო და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა; ვ) წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდს წარუდგინოს ნებისმიერი დოკუმენტი დაძიებული, მოპოვებული და წიაღში დარჩენილი მარაგების, წიაღისეულში არსებული კომპონენტების, აგრეთვე წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტების შესახებ; ზ) უზრუნველყოს საძიებო სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების ისეთ მდგომარეობაში შენარჩუნება (კონსერვაცია), რომ შესაძლებელი იყოს მომავალში მათი გამოყენება, გამოყენებისათვის უვარგისი კი გაანადგუროს დადგენილი წესით; თ) შეაჩეროს სამუშაოები წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს; ი) დაიცვას და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიყვანოს წიაღით სარგებლობის შედეგად დაზიანებული მიწის ნაკვეთები უსაფრთხო და გამოსადეგ მდგომარეობაში; კ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 2. თუ ლიცენზიის გაცემის შემდეგ აღმოჩნდა სასარგებლო წიაღისეულისა და მისი თანმხლები ძვირფასი კომპონენტების ახალი სახეობები ან სხვაობა სასარგებლო წიაღისეულის დამტკიცებულ და რეალურად არსებულ მარაგებს შორის, ან შეიცვალა წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა პირობები, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების მარაგები ექვემდებარება ხელახალ დამტკიცებას. მუხლი 14. წიაღით სარგებლობის უფლების ძალადაკარგულად მიჩნევა 1. წიაღით სარგებლობის უფლება ძალადაკარგულად შეიძლება იქნეს მიჩნეული: ა) აუქციონის პირობების უხეში დარღვევისას; ბ) ლიცენზიასთან დაკავშირებული გადასახდელების გადახდაზე უარის თქმისას; გ) „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევისას; დ) სალიცენზიო პირობების უკანონო ლიბერალიზაციისა და გადასახდელების შემცირების მიზნით გარიგების ფაქტის დადგენისას; ე) რომელიმე პრეტენდენტისათვის უკანონო შეღავათების მინიჭებისას; ვ) სამთომომპოვებელი საწარმოს კონსერვაციისას ან სამთომომპოვებელი საწარმოსა და ჭაბურღილების კონსერვაციის პირობების დარღვევისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დაზიანება; ზ) თუ წიაღით სარგებლობის შედეგად წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მოქმედების ზონაში მომუშავე ან მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას; თ) თუ წიაღით მოსარგებლე არ შეუდგა წიაღით სარგებლობას ლიცენზიით დადგენილ ვადებში და დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების არსებობისას. 2. წიაღით სარგებლობის უფლების შეწყვეტისას, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან სხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობის სრული ან ნაწილობრივი კონსერვაცია დადგენილი წესით. ამ მიზნით ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის მფლობელს იმავდროულად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, ხოლო ლიკვიდაციის ან კონსერვაციის ხარჯები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება წიაღით მოსარგებლეს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოება არ არის გამოწვეული წიაღით მოსარგებლის მიერ, წიაღით სარგებლობის უფლების შეწყვეტისას სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან სხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობის სრული ან ნაწილობრივი კონსერვაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან სხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობის ლიკვიდაციის ან კონსერვაციის დროს გეოლოგიური, სამარკშეიდერო ან სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს სამუშაოთა დამთავრების მომენტში არსებულ სიტუაციას, წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში ასახვის მიზნით გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს. 5. კონსერვაციის დრო შედის ლიცენზიის მოქმედების საერთო ვადაში. 6. ობიექტური გარემოებების არსებობისას ლიცენზიის მფლობელს შეუძლია დროებით შეაჩეროს სამუშაოები და დადგენილი დროით დააკონსერვოს სამთომომპოვებელი საწარმო ან განახორციელოს მისი ლიკვიდაცია ლიცენზიის გამცემის თანხმობის შემთხვევაში. კონსერვაციის დრო შედის ლიცენზიის მოქმედების საერთო ვადაში. 7. ლიცენზიის გაუქმება ავტომატურად იწვევს სამთო, გეოლოგიურ და მიწის მინაკუთვნებზე ლიცენზიის მფლობელის უფლებათა გაუქმებას. წიაღით ყოფილ მოსარგებლეს უფლება აქვს, სამთო, გეოლოგიურ და მიწის მინაკუთვნებზე განთავსებული ის მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობები, რომელთა მოშლაც საფრთხეს არ უქმნის წიაღის დაცვას, დადგენილ ვადებში გაასხვისოს წიაღით ახალ მოსარგებლეზე ან განახორციელოს მათი დემონტაჟი, ხოლო თუ მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობების დემონტაჟი საფრთხეს უქმნის წიაღის დაცვას – განახორციელოს მათი ფინანსური და ფიზიკური ლიკვიდაცია არსებული წესებისა და ნორმების შესაბამისად. ნებისმიერი სხვა ქმედება ჩაითვლება წიაღზე სახელმწიფო საკუთრების უფლების ხელყოფად და გამოიწვევს წიაღით ყოფილი მოსარგებლის პასუხისმგებლობას. წიაღით ყოფილ მოსარგებლეს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ იგი ფინანსურად ლიკვიდირებულ ნაგებობას ფიზიკური ლიკვიდაციის გარეშე სახელმწიფოს თანხმობით უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს. ამ წესით სახელმწიფო საკუთრებაში გადასული ობიექტებით სარგებლობის უფლება წიაღით ახალ მოსარგებლეზე გაიცემა ლიცენზიით, სამთო და მიწის მინაკუთვნების გამოყოფასთან ერთად.“. 12. მე-15 და მე-16 მუხლები ამოღებულ იქნეს. 13. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. ლიცენზიის გაცემის წესი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. 14. მე-18 და მე-19 მუხლები ამოღებულ იქნეს. 15. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. ლიცენზიის ფორმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფორმას ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).“. 16. 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოში წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვას ახორციელებენ სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 3. საქართველოში წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვა ხორციელდება წიაღით სარგებლობის აღრიცხვის, ლიცენზირების, კონტროლისა და ზედამხედველობის მეშვეობით.“. 17. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა 1. წიაღის შესწავლის სამუშაოები, წიაღისეულის საბადოები, მისი მარაგები და რესურსები, მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობა და ექსპლუატაცია, აგრეთვე წიაღის უბნების გამოყენება, რაც არ არის დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვებასთან, ექვემდებარება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში აღრიცხვას. 2. წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდი აწარმოებს წიაღით სარგებლობის ყველა ობიექტის კადასტრს და სასარგებლო წიაღისეულის ბალანსს. 3. წიაღით ყველა მოსარგებლე ვალდებულია წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გადასცეს ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმავდროულად, წიაღით ყველა მოსარგებლე ვალდებულია წიაღის შესახებ მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია უსასყიდლოდ გადასცეს წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდს. 4. წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესს ამტკიცებს მინისტრი.“. 18. 27-ე და 28-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცება 1. შესწავლილი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების, აგრეთვე მათი დამუშავების პროცესში დამატებით გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგებს ამტკიცებს სამინისტროსთან არსებული მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია. მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებასა და შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებისათვის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორის კომისიას წარედგინება საბადოს განლაგების პირობები და შესწავლის შედეგები, სასარგებლო წიაღისეულის გამოკვლეული მარაგის ხარისხისა და რაოდენობის დამადასტურებელი სარწმუნო მონაცემები, საბადოს ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები, მისი კონდიციები, ცნობები სამრეწველო ათვისებისათვის წიაღისეულის ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ. 3. მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დასკვნა სასარგებლო წიაღისეულის მოძიებული მარაგების სახელმწიფო ბალანსზე აყვანის ერთადერთი საფუძველია. მუხლი 28. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო ბალანსიდან ჩამოწერა სასარგებლო წიაღისეულის საბადოზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის რაოდენობა, აგრეთვე სასარგებლო წიაღისეულის მარაგი, რომელმაც დაკარგა სამრეწველო მნიშვნელობა ან რომელიც არ დადასტურდა შემდგომი გეოლოგიურ-სადაზვერვო სამუშაოების ან საბადოს დამუშავების დროს, უნდა ჩამოიწეროს წიაღისეულის სახელმწიფო ბალანსიდან. მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დასკვნა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო ბალანსიდან ჩამოწერის ერთადერთი საფუძველია.“. 19. 30-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 20. 31-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. წიაღით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ – დეპარტამენტი). 4. წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები.“. 21. 32-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 22. მეოთხე თავი ამოღებულ იქნეს. 23. 38-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) აღრიცხონ სასარგებლო წიაღისეულის მარაგები და წიაღით სარგებლობის ობიექტებზე გაცემული წიაღის უბნები;“. 24. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 40. წიაღის მეცნიერული, ისტორიული, ესთეტიკური ან სხვა კულტურული მნიშვნელობის მქონე უბნების დაცვა 1. იშვიათი (უნიკალური) გეოლოგიური, პალეონტოლოგიური, არქეოლოგიური ობიექტების, მინერალური წარმონაქმნების, მეტეორიტების განლაგების ადგილებს, აგრეთვე წიაღის ისეთ უბნებს, რომელთაც აქვთ მეცნიერული, ისტორიული, ესთეტიკური ან სხვა კულტურული მნიშვნელობა, შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიეკუთვნოს დაცული ტერიტორიების შესაბამისი კატეგორია. 2. აკრძალულია დაცული ტერიტორიის ფარგლებში ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული დაცვის რეჟიმით. 3. წიაღით სარგებლობისას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში წიაღით მოსარგებლე ვალდებულია შეაჩეროს სამუშაოები შესაბამის უბნებზე და ამის შესახებ აცნობოს ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.“. 25. 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 26. 43-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 27. 45-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 28. 46-მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 29. 47-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წიაღით მოსარგებლე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების უსაფრთხო წარმოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულება.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა ხელმძღვანელები, საამისოდ უფლებამოსილი სხვა თანამდებობის პირები ვალდებული არიან, წარმოებაში დასაქმებულ მუშაკთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უშუალო საფრთხის შექმნისას დაუყოვნებლივ შეაჩერონ სამუშაოები და უზრუნველყონ მათი უსაფრთხო ევაკუაცია. თუ საფრთხე ემუქრებათ წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა გავლენის ზონაში მცხოვრებლებს, შესაბამისი წიაღით მოსარგებლეები ვალდებული არიან, შექმნილი საფრთხის შესახებ შეატყობინონ სათანადო უფლებამოსილ ორგანოებს.“. 30. 48-ე და 49-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 48. სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან იმ მიწისქვეშა ნაგებობის ლიკვიდაცია და კონსერვაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვებასთან 1. პროექტით გათვალისწინებული სისრულით საბადოს დამუშავების შემდეგ ან იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკურ-ეკონომიკურ გაანგარიშებათა ან სხვა დასაბუთებათა საფუძველზე საბადოს ან მისი ნაწილის შემდგომი დამუშავება შეუძლებლად არის მიჩნეული, უნდა განხორციელდეს სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ლიკვიდაცია ან კონსერვაცია. ეს წესი ვრცელდება იმ მიწისქვეშა ნაგებობაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვებასთან, მისი შემდგომი ექსპლუატაციის შეუძლებლობის, აგრეთვე ლიცენზიის ვადის გასვლის ან გაუქმების შემთხვევაში. 2. საწარმოს ლიკვიდაციისას განხილული უნდა იქნეს სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების სხვა მიზნებისათვის შემდგომი გამოყენების შესაძლებლობის საკითხი. მისი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში გვირაბები და ჭაბურღილები მოყვანილი უნდა იქნეს ისეთ მდგომარეობაში, რომ მომავალში უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკოლოგიური პირობების, შენობებისა და ნაგებობების დაცვა, ხოლო საწარმოს კონსერვაციისას ისინი უნდა შენარჩუნდეს სამუშაო მდგომარეობაში კონსერვაციის მთელი პერიოდის განმავლობაში. 3. სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს, აგრეთვე იმ მიწისქვეშა ნაგებობის ლიკვიდაციის ან კონსერვაციის შემთხვევაში, რომელიც არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან, გეოლოგიური, სამარკშეიდერო და სხვა დოკუმენტაცია უნდა წარმოებდეს სამუშაოთა დამთავრების მომენტამდე და უნდა ინახებოდეს წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში. 4. სალიკვიდაციო ან საკონსერვაციო ობიექტების მოსაზღვრე რაიონებში უნდა განხორციელდეს ღონისძიებები მომავალში სამთო სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების უზრუნველსაყოფად. 5. ლიკვიდაციის ან კონსერვაციის დამთავრებამდე წიაღით მოსარგებლეს ეკისრება ამ კანონით გათვალისწინებული სრული პასუხისმგებლობა. 6. ამ მუხლში აღნიშნული ობიექტების ლიკვიდაციის ან კონსერვაციის დამთავრების შემდეგ წიაღით მოსარგებლე ვალდებულია ამის თაობაზე ინფორმაცია დადგენილი წესით წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს (ორგანოებს). ობიექტების ლიკვიდაცია ან კონსერვაცია დამთავრებულად ითვლება ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების შემდეგ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისი აქტის შედგენით, რომელიც შემდგომ დადგენილი წესით აისახება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში. მუხლი 49. სამთო-სამაშველო სამსახური და წიაღით მოსარგებლის ვალდებულებები ავარიის ლიკვიდაციის დროს წიაღით მოსარგებლე ვალდებულია, დადგენილი წესის შესაბამისად, შექმნას სამთო-სამაშველო სამსახური ან ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლოს სპეციალიზებული სამთო-სამაშველო ნაწილების მომსახურებით სამთო გვირაბებზე ავარიების, მათ შორის, ნავთობისა და გაზის ჭაბურღილებზე ღია შადრევნების გაჩენის, თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის.“. 31. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობა დაეკისრებათ პირებს, რომლებმაც: ა) დადეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარიგება, აგრეთვე მათ, ვინც წიაღით თვითნებურად ისარგებლა; ბ) დაარღვიეს წიაღით სარგებლობის ნორმები, აგრეთვე წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების წესები და ნორმები; გ) განახორციელეს წიაღით სარგებლობის ობიექტების განლაგების ფართობების თვითნებური განაშენიანება; დ) დაარღვიეს წიაღის დაცვის, აგრეთვე წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მავნე ზეგავლენისაგან ბუნებრივი გარემოს, შენობებისა და ნაგებობების დაცვის მოთხოვნები; ე) ხელყვეს ისტორიისა და კულტურის ძეგლები, მათი ტერიტორიები და დაცვითი ზონები; ვ) დაარღვიეს გეოლოგიური ინფორმაციის საკუთრების უფლება; ზ) მოსპეს ან დააზიანეს მიწისქვეშა წყლებზე დაკვირვების სარეჟიმო ჭაბურღილები, აგრეთვე სამარკშეიდერო და გეოდეზიური ნიშნები; თ) დაარღვიეს სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს სხვადასხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების ლიკვიდაციისა და კონსერვაციის წესები და ნორმები; ი) დაარღვიეს მიწის მინაკუთვნის ფარგლებში ნიადაგის რეკულტივაციის წესები და ნორმები; კ) ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს შეგნებულად მიაწოდეს დაგვიანებული ან ცრუ ინფორმაცია წიაღის შესახებ.“. 32. 51-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 33. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 52. ზიანის ანაზღაურება 1. წიაღით მოსარგებლენი ვალდებული არიან, აანაზღაურონ ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით გამოწვეული ზიანი. 2. წიაღით თვითნებური სარგებლობა და წიაღით სარგებლობის ობიექტების განლაგების ფართობების თვითნებური განაშენიანება აღიკვეთება გაწეული ხარჯების აუნაზღაურებლად.“. 34. 54-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ლიცენზირების შემოღებამდე წიაღით სარგებლობის მიზნით გაცემული ყველა დოკუმენტი, რომლებიც ადასტურებს მიწის გამოყოფის, სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნით სარგებლობის უფლებას, თუ იგი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არ არის დამაგრებული წიაღით სარგებლობის ლიცენზიით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელდა მიწის მინაკუთვნის პრივატიზება და ასეთი მინაკუთვნის მფლობელს მის სარეგისტრაციოდ უკვე წარდგენილი აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია), ხოლო ამ მინაკუთვნის ფარგლებში განთავსებული მიწისქვეშა და მათთან დაკავშირებული მიწისზედა ნაგებობები (ჭაურის, გვირაბებისა და ჭაბურღილების პირები, საკაპტაჟე და ზედა საკაპტაჟე ნაგებობები), აგრეთვე ლიკვიდირებული და დაკონსერვებული ასეთი ნაგებობები წიაღის უბნის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა და მათი განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“; ბ) მე-2–მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) მე-7–მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს. |
ქუთაისი, 25 მარტი 2013 წ. N495-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები