„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 469-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 360000000.05.001.016923
469-რს
25/03/2013
ვებგვერდი, 05/04/2013
360000000.05.001.016923
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. მე-4 მუხლის:

     ა) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

  „დ1) გარემოს დაცვის სფერო − ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და აღწარმოების, ნარჩენების რეგულირების, ქიმიური უსაფრთხოების, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფერო;“;    

    ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ტ) სამინისტრო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;“.

   2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 8. განათლება გარემოს დაცვის სფეროში

  1. საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და შესაბამისი სპეციალისტების მომზადების მიზნით იქმნება გარემოსდაცვითი განათლების ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებათა, კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დაწესებულებათა ქსელს.

  2. საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების, შესაბამისი სპეციალისტების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (შემდგომ − ცენტრი).“.

    3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 13. სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში

    სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:

   ა) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

  ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სახელმწიფო მართვა;

  გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

   დ) გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება;

  ე) საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური პროცესების, გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების და გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

   ვ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირება;

   ზ) გარემოში რადიაციული ფონის მონიტორინგი;

  თ) დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინირება და კონტროლი;

   ი) ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგი;

  კ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება;

   ლ) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

   მ) გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;

  ნ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადება;

  ო) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის მომზადება;

  პ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა;

  ჟ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება;

  რ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემა;

  ს) საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა მონიტორინგი;

  ტ) კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების ორგანიზება;

  უ) ნარჩენების მართვის ორგანიზება;

  ფ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.“.

   4. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი 3 წელიწადში ერთხელ ამტკიცებს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებას.“.

   5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:

   „მუხლი 271. ცენტრი

   1. ცენტრის მიზნებია:

   ა) გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შეგროვება და საზოგადოებისთვის მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

   ბ) შესაბამის სფეროში სპეციალისტების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებისა და სწავლების ორგანიზება;

   გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

  2. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

   6. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

   7. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 57. სახელმწიფო კონტროლი

   გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ სამინისტრო, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − ეროვნული სატყეო სააგენტო და დაცული ტერიტორიების სააგენტო.“.

   8. 573 მუხლი ამოღებულ იქნეს.

   9. XVI2 თავი ამოღებულ იქნეს.

  10. II2 კარი ამოღებულ იქნეს.

  11. III კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „გარდამავალი და დასკვნითი ნაწილები“.

   12. XVII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი“.

  13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 58მუხლი:

  „მუხლი 581. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული აქტები

   ამ კანონთან დაკავშირებით:

  ა)  ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“;

  ბ) ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში გამოცემულ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

   ბ.ა) „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“;

  ბ.ბ) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“;

  ბ.გ) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“;

  ბ.დ) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ“.“.

   მუხლი 2

  1. ამ კანონის ამოქმედებამდე „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დადგენილი წესით დადებული შეთანხმებები გარემოსთვის მიყენებული ზიანის თაობაზე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში დადებული შეთანხმებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შეთანხმებების მოქმედების პერიოდში ან მათ გაუქმებამდე.

  2. პირს, რომელთანაც ამ კანონის ამოქმედებამდე დაიდო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება, უნარჩუნდება შეთანხმების დადების მომენტისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ვალდებულება.

   მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 მარტი 2013 წ.

N469-რს