დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 15 იანვარის N10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 02/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მერის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.52.101.016085 |
|
„საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 15 იანვარის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 15 იანვარის №10 ბრძანებით (გაზეთი „24 საათი“, 2009 წლის 29 იანვარი, №18) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 და მე–4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბჭოს შემადგენლობაში, თავმჯდომარის გარდა შედიან: ა) ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 3 (სამი) წარმომადგენელი; ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს 3 (სამი) წარმომადგენელი; გ) ქალაქ თბილისის საკრებულოს 2 (ორი) წარმომადგენელი; დ) ქალაქ თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1 (ერთი) წარმომადგენელი; ე) ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის 1 (ერთი) წარმომადგენელი; ვ) ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1 (ერთი) წარმომადგენელი; ზ) ქალაქ თბილისის ისნის რაიონის გამგეობის 1 (ერთი) წარმომადგენელი; თ) საზოგადოებრივი და არასამთავრობო სექტორის 3 (სამი) წარმომადგენელი. 4. საზოგადოებრივი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ნიშნავს და ათავისუფლებს ქ.თბილისის მერი, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის, ქ. თბილისის საკრებულოს, ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის, ქ. თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის, ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებს, მათივე ხელმძღვანელების წარდგინებით, ხოლო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის წარდგინებით, ნიშნავს და ათავისუფლებს ქ. თბილისის მერი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები