დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/04/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.112.016118 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №16 დადგენილებაში (სსმ №16, 25.08.2010, მუხ.439, გვ.135) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების: |
1.
მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არაფინანსური და ფინანსური აქტივების, მატერიალური ფასეულობების (უძრავი და მოძრავი ქონება) აღრიცხვას და ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახვას;“ |
2.
მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) მატერიალური აქტივების დაცულობაზე კონტროლს, მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების დადგენას, გამოუყენებელი აქტივების გამოვლენას და კანონის შესაბამისად აღრიცხვას, მატერიალურ ფასეულობებზე (ძირითად საშუალებებზე), რომლებიც ამორტიზაციას ექვემდებარება, ამორტიზაციის ნორმების მიხედვით ცვეთის დარიცხვას.“ |
3.
მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მატერიალური ფასეულობების (უძრავი და მოძრავი ქონების) აღრიცხვის განყოფილების უფროსი;“ |
4.
მე-6 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51 მატერიალური ფასეულობების (უძრავი და მოძრავი ქონების) აღრიცხვის განყოფილება ახორციელებს: ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არაფინანსური და ფინანსური აქტივების, მატერიალური ფასეულობების (უძრავი და მოძრავი ქონება) აღრიცხვას და ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახვას; ბ) მატერიალური აქტივების დაცულობაზე კონტროლს, მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების დადგენას, გამოუყენებელი აქტივების გამოვლენას და კანონის შესაბამისად აღრიცხვას, მატერიალურ ფასეულობებზე (ძირითად საშუალებებზე), რომლებიც ამორტიზაციას ექვემდებარება, ამორტიზაციის ნორმების მიხედვით ცვეთის დარიცხვას; გ) მუნიციპალური ქონების, სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის გადმოცემული ქონების, ასევე მატერიალური ფასეულობების შეძენის, მუნიციპალური ქონების კაპიტალური შეკეთების, დემონტაჟის, ახლის მშენებლობის, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების შესაბამისად, ასევე სოფლის პროგრამის ფარგლებში თავისთავად ზუსტი, დროული და მოცულობითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის წარმოშობის უზრუნველყოფის მიზნით, ამ პროცესების კანონის შესაბამისად ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახვას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები