„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 488-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 360090000.05.001.016961
488-რს
25/03/2013
ვებგვერდი, 05/04/2013
360090000.05.001.016961
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2012, სარეგისტრაციო კოდი: 360090000.05.001.016631) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. მე-3 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „18. მარეგულირებელი ორგანო − საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).“.

   2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს სამინისტრო.“.

   3. მე-9 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

   4. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „5. მაღალი რადიაციული რისკის მქონე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების შეფასებისა და მისი ანგარიშისადმი ძირითადი მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით.“.

   5. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ინსპექტირებას ახორციელებს „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის თანახმად.“.

   6. 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

   „4. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იკრძალება რადიოაქტიური ნარჩენების ნებისმიერი მიზნით რეექსპორტი.“.

   7. 53-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხის დამტკიცება. 

   3. 2015 წლის 1 იანვრამდე გამოცემულ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

   ა) „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“;

   ბ) „რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში“;

   გ) „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესი“; 

   დ) „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის, უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესი, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაცია“;

   ე) „ინდივიდუალური მონიტორინგის ჩატარების წესი და მისი კონტროლი“;

   ვ) „ბირთვული და რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმა“;

   ზ) „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესი“;

   თ) „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესი“; 

  ი) „ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების და ნარჩენების, მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ“;

   კ) „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესი“;

   ლ) „ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიის შესახებ“;

   მ) „ბუნებრივი გამოსხივების ზემოქმედების ოპტიმიზაციის შესახებ“;

  ნ) „ძირითადი მოთხოვნები მაღალი რადიაციული რისკის მქონე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების შეფასებისა და მისი ანგარიშისადმი“;

   ო) „ძირითადი მოთხოვნები მაიონებელი გამოსხივების წყაროების ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლისადმი“.

  4. 2015 წლის 1 იანვრამდე გამოცემულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის შემდეგი ერთობლივი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

   ა) „რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და ძირითადი მოთხოვნები მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი“;

   ბ) „რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები სამედიცინო დასხივების სფეროში“.“.

   მუხლი 2

   1. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიების, რადიოაქტიური მასალების შეძენისა და გადაცემის ნებართვების, რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტის, ექსპორტის, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტის ნებართვების  დადგენილი წესით გაუქმება ან მათში ცვლილებების შეტანა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ.

   2. ამ კანონის ამოქმედებამდე „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ახალი აქტების გამოცემამდე.

    მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 მარტი 2013 წ.

N488-რს