„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 462-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 360060000.05.001.016936
462-რს
25/03/2013
ვებგვერდი, 05/04/2013
360060000.05.001.016936
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 1.07.2003, მუხ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, მათ შორის, ნადირობა, რე­წვა, მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება), ჭრა და თიბვა, გარდა ამ კანონით, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობების გაუარესება.“.

   2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 11. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების დაცვა

   1. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების დაღუპვა, რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალის, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა.

  2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხო­ვე­ლების დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება ამ კანონისა და „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

   3. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 22. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) განსაკუთრებული შემთხვევები

  1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში – გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამეცნიერო მიზნებისათვის, რაც ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წერილობითი თანხმობით (აღნიშნული თანხმობა შესაძლებელია შეიცავდეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) გარკვეულ შეზღუდვებს ან/და პირობებს).

  2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში.“.

    4. 24-ე მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „21. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) წერილობით თანხმობას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასცემს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.“.

    5. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 27. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები

  გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის სახელმწიფო კონტროლს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებები.“.

   6. 34-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

   7. 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

   მუხლი 2

  1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებისა და მათი მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) წესის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 15 ივნისის №05 ბრძანება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. მასში ცვლილების შეტანა ან მისი ძალადაკარგულად გამოცხადება განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა.

    2. ამ კანონის ამოქმედებამდე გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის სახეობების ტყვეობაში გამრავლების მიზნით გაცემული თევზჭერის ლიცენზია ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას ლიცენზიის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. 

    მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 მარტი 2013 წ.

N462-რს