დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის N10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 02/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 11/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016092 |
|
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოზიდული სახსრები მოიცავს ბანკის ვალდებულებებს მესამე პირების მიმართ, რომელიც ასახულია „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმით“ განსაზღვრულ შემდეგ საბალანსო ანგარიშებზე: ა) ეროვნული ვალუტის შემთხვევაში: 3302, 3303, 3306, 3351-3353, 3402-3408, 3452-3458, 3502, 3521-3522, 3552, 3601-3608, 3651-3658, 3701-3703, 3801-3803, 3821-3826, 4301, 4502, 4504-4506, 4508, 4509; ბ) უცხოური ვალუტის შემთხვევაში: 3312, 3313, 3316, 3361-3363, 3412-3418, 3462-3468, 3512, 3531-3532, 3562, 3611-3618, 3661-3668, 3711-3713, 3811-3813, 3834-3836, 4311, 4512, 4514-4516, 4518, 4519.“. |
2.
მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ლარის საკასო მომსახურების ანგარიში ეროვნულ ბანკში.“. |
3.
მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეროვნული ვალუტის სარეზერვო ანგარიშებზე არსებულ თანხებზე ან მის ნაწილზე, ბანკს დაერიცხება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პროცენტი, შემდეგი პირობებით: ა) იმ შემთხვევაში, თუ დასაცავი პერიოდის საშუალო ნაშთი მეტია ან ტოლია დასაცავი მინიმალური რეზერვის თანხაზე, პროცენტის დარიცხვა განხორციელდება საშუალო ნაშთის იმ ნაწილზე, რომელიც გაიანგარიშება როგორც დასაცავი მინიმალური რეზერვის შესაბამისი თანხა შემცირებული ეროვნული ვალუტით, საშუალო მოზიდული სახსრების 5%-ის ოდენობის თანხით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ დასაცავი პერიოდის საშუალო ნაშთი ნაკლებია დასაცავ მინიმალურ რეზერვის თანხაზე, მაგრამ არა არის ნაკლები საშუალო მოზიდული სახსრების 5%-ის ოდენობის თანხაზე, პროცენტის დარიცხვა განხორციელდება მინიმალური რეზერვის იმ ნაწილზე, რომელიც გაიანგარიშება როგორც დაცვის პერიოდის ფაქტობრივი საშუალო ნაშთის თანხა შემცირებული ეროვნული ვალუტით, საშუალო მოზიდული სახსრების 5%-ის ოდენობის თანხით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 11 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები