ფრაქციათა საქმიანობის გაუმჯობესების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

ფრაქციათა საქმიანობის გაუმჯობესების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 29/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016168
17
29/03/2013
ვებგვერდი, 05/04/2013
010250020.35.132.016168
ფრაქციათა საქმიანობის გაუმჯობესების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
 

თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №17

2013 წლის 29 მარტი

ქ. ბათუმი


 

ფრაქციათა საქმიანობის გაუმჯობესების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს:

1. თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოში შექმნილი ფრაქციების საქმიანობის გაუმჯო­ბესე­ბის მიზნით, თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოში არსებული  ფრაქციებისათვის მოწვეულ იქნეს თითო სპეციალისტი.
2. აღნიშნული დადგენილების პირველი პუნქტით  გათვალისწინებული ფრაქციების თანამშ­რომელთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
3. აღნიშნული დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფრაქციების თანამშრომელთა  სამუშაოზე მიღება და სამუშაოდან გათავისუფლება ხორციელდება ფრაქციის თავმ­ჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, შრომითი ხელშეკ­რულების საფუძ­­ველზე, რომლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს წარდგინებიდან ერთი თვის ვადაში.
4. აღნიშნული დადგენილების პირველი პუნქტით  გათვალისწინებული ფრაქციების თანამშრომელი უზრუნველყოფს:
ა) ფრაქციის სხდომების მომზადებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონის­ძიებების განხორციელებას;
ბ) ფრაქციის მიერ საკრებულოში განსახილველად წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექ­ტების მომზადებას;
გ) ფრაქციის თავმჯდომარის წერილებისა და კორესპონდენციების მომზადებას;
დ) ფრაქციის და ფრაქციის თავმჯდომარის დავალებების შესრულებას;
ე) ფრაქციის წესდებით გათვალისწინებული სპეციალისტების შრომის ანაზღაურების სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
5. დადგენილებით განსაზღვრული სპეციალისტების შრომის ანაზღაურების შესაბამისი დაფინანსება განხორციელდეს თვითმმართველი ქ. ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტით, საკრებულოსათვის  გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქ­ვ­ე­­ყ­­ნე­ბისთანავე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჩავლეიშვილი