დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 248 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016180 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებით (სსმ III, 01.02 2010 წ., №12, მუხ. 138) დამტკიცებულ:
|
1.
დებულებაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილებები:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულება“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორი (დროებითი დაკავების იზოლატორი) (შემდგომში – იზოლატორი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს (შემდგომში – მთავარი სამმართველო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ფუნქციაა კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარე და სხვა დანაშაულში მონაწილეობისათვის დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსება, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულ პირთა მოთავსება.“;
გ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იზოლატორის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კურატორი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.“;
დ) მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. იზოლატორის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ან/და თანამშრომელთა შესაბამის კანდიდატურებს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს კურატორ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს.“;
ე) მე-9 მუხლის:
ე.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) წარუდგენს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობას წინადადებებს იზოლატორის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;“;
ე.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) დაუყოვნებლივ ატყობინებს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობას და აცნობებს შესაბამის პროკურორს იზოლატორში მომხდარი საგანგებო შემთხვევის და ყველა იმ შემთხვევის თაობაზე, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, ფიზიკური იძულება ან სპეციალური საშუალებები დაკავებული პირის მიმართ;“;
ე.გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) აღრიცხავს და ინახავს იზოლატორის შესახებ ბრძანებებს, ინსტრუქციებს, საიდუმლო საქმეებს და მთავარი სამმართველოს მითითებებს;“;
ვ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10
იზოლატორის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კურატორი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. იზოლატორის უფროსის არყოფნის დროს უფროსის მოადგილე ასრულებს იზოლატორის უფროსის უფლება-მოვალეობებს.“. |
2.
შინაგანაწესში (დანართი №2) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში (დროებითი დაკავების იზოლატორი) (შემდგომში – იზოლატორი) მოთავსებული პირი ვალდებულია:
ა) ზუსტად დაიცვას იზოლატორში არსებული დღის განაწესი;
ბ) დაემორჩილოს და შეასრულოს იზოლატორის ადმინისტრაციის მოთხოვნები;
გ) იყოს თავაზიანი იზოლატორის თანამშრომლებისა და სხვა დაკავებული პირების მიმართ;
დ) გაუფრთხილდეს იზოლატორის ინვენტარს, მოწყობილობას და სხვა ქონებას;
ე) დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო წესები;
ვ) დაიცვას სისუფთავე საკანში;
ზ) დაწვეს და ადგეს დადგენილ დროს, ამასთან ადგომის დროს გაასწოროს კუთვნილი საწოლი;
თ) საკნიდან გადაადგილების შემთხვევაში ხელები ჰქონდეს ზურგს უკან.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები