დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.10.003.017237 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 010240060.10.003.016668; 30/12/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
1. მე‑2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 35 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 125 ლარი;“; ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 90 ლარი;”; გ) მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 30 ლარი;”; დ) მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 25 ლარი;”; ე) მე-10, მე-11 და 111 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის (მათ შორის, გვარის კანონიერად აღიარების), ასეთი შეცვლიდან/კანონიერად აღიარებიდან გამომდინარე, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, გვარის შეცვლის (გვარის კანონიერად აღიარების) შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), და სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობის, ასევე ასეთი შეცვლიდან/კანონიერად აღიარებიდან გამომდინარე სხვა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განაცხადის შეტანიდან: ა) 45-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 55 ლარი; ბ) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 55 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 100 ლარი; გ) მე-15 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 55 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 170 ლარი; დ) 10 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 55 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 300 ლარი. 11. ისტორიული გვარის აღდგენის, ასეთი აღდგენიდან გამომდინარე, სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), და სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობის, ასევე ასეთი აღდგენიდან გამომდინარე სხვა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განაცხადის შეტანიდან: ა) 45-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 300 ლარი; ბ) 20 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 300 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 200 ლარი. 111. გვარის დადგენის, ასეთი დადგენიდან გამომდინარე, სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ გვარის დადგენის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), და სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობის, ასევე ასეთი დადგენიდან გამომდინარე სხვა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განაცხადის შეტანიდან: ა) 45-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება; ბ) მე‑15 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 10 ლარი; გ) 5 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 60 ლარი.“; ვ) მე-13 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 2 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 15 ლარი;“; ზ) 32-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 5 ლარი;“; თ) 33-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 5 ლარი;“; ი) 34-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;“; კ) 41-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მე-2 სამუშაო დღეს – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 30 ლარი;“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რდაქციით: „ბ) სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის (მათ შორის, გვარის კანონიერად აღიარების), ასეთი შეცვლიდან/კანონიერად აღიარებიდან გამომდინარე, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, გვარის შეცვლის (გვარის კანონიერად აღიარების) შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), და სახელისა და გვარის შეცვლის მოწმობის, ასევე ასეთი შეცვლიდან/კანონიერად აღიარებიდან გამომდინარე სხვა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განაცხადის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 350 ლარი;“. 3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. დაჩქარებული მომსახურების გაწევის სპეციფიკა მომსახურების დაჩქარებულ ვადებში განხორციელებაზე უფლებამოსილი სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები და განცხადების მიღების სხვა პირობები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.“.
4. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.თუ დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი – მე-13, 34-ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე, მის სახელზე შედგენილ ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში არსებული ხარვეზის ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის გამო, სააგენტო ვალდებულია აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში განახორციელოს მომსახურება უკვე გადახდილი საფასურის საფუძველზე.“. 5. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) 71 პუნქტი: „71. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემისათვის ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება, თუ აღნიშნული მოწმობის განმეორებით გაცემა გამოწვეულია შვილად აყვანის ან მამობის დადგენის საფუძველზე შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანით.“; ბ) 151 პუნქტი: „151. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირი 2013 წლის 1 ივნისამდე თავისუფლდება ამ დანართის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან 50 ლარით;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები